დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 03/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 160, 07/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300320000.16.009.016009 |
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
დადგენილება №29
2010 წლის 3 დეკემბერი
ქ. ქუთაისი
„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და 42-ე მუხლის, აგრეთვე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 1999 წლის 8 სექტემბრის №6 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესისა და მეთოდოლოგიის“ მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:
მუხლი 1
„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილების (სსმ III, №2, 09.01.2006 წ., მუხლი 8) მე-4 მუხლში მოცემული ცხრილის:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| 1 | შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი": |
|
|
|
|
| ა) – მაღალი წნევით მომხმარებლები | 28.575 | 1.711 | 31.669 |
|
| – საშუალო წნევით მომხმარებლები | 28.575 | 4.847 | 34.805 |
|
| – დაბალი წნევით მომხმარებლები | 28.575 | 12.940 | 42.898 |
|
| ბ) ყოფილი შპს „დაცვის უზრუნველყოფის სამსახურის“ მომხმარებლები | 30,286 | 12,906 |
44,575 |
2. 53-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2010 წლის 11 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები