„ბავშვზე ზრუნვა" 2010 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N441/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„ბავშვზე ზრუნვა" 2010 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N441/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 399/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 07/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 160, 07/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 13/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016022
  • Word
399/ნ
07/12/2010
სსმ, 160, 07/12/2010
470230000.22.035.016022
„ბავშვზე ზრუნვა" 2010 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N441/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №39 9/ნ

2010 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

ბავშვზე ზრუნვა“ 2010 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის 441/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე- 4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

ბავშვზე ზრუნვა“ 2010 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის 441/ნ ბრძანების (სსმ III, 31.12.2009, 160, მუხ. 2016) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართში („ბავშვზე ზრუნვა“ 2010 წლის პროგრამა“) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე- 6 მუხლის მე- 2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრულ მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 ქვეპროგრამებს 2010 წლის 1 დეკემბრამდე განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო“, ხოლო მის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, აღნიშნული სააგენტოს ამ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებსა და უფლებამოსილებებს 2010 წლის 1 დეკემბრიდან გააგრძელებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო’’. შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო’’ ჩაითვალოს ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს” უფლებამონაცვლედ ამ პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამებით გათვალისწინებული კონტრაქტებისა და სხვა შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელების ნაწილში.’’.

2. მე- 7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრული მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 ქვეპროგრამების განხორციელება მოხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით: 2010 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს“ მიერ ქვეპროგრამების სამიზნე ჯგუფებისთვის მიმწოდებლის შერჩევისა და მათთან ხელშეკრულებების დადების გზით. 2010 წლის 1 დეკემბრიდან ამ პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამის ფარგლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ დადებული ხელშეკრულებები გაგრძელდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს” მიერ. შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო’’ ჩაითვალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს” უფლებამონაცვლედ ამ პროგრამებით გათვალისწინებული კონტრაქტებისა და სხვა შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელების ნაწილში.’’.

3. მე- 7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

3. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრული მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 ქვეპროგრამების ფარგლებში 2010 წლის დეკემბრის თვეში გაწეული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ იმავე წლის 15 დეკემბრამდე წარდგენილი დეკემბრის თვის უკვე გაწეული მომსახურების ანგარიშისა და თვის ბოლომდე დაგეგმილი გასაწევი მომსახურების განაცხადის მიხედვით. ამასთან, თუ შემდეგ თვეში მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენილი დაზუსტებული ანგარიშით მიმწოდებელს მიღებული აქვს ზედმეტი თანხები, მაშინ ეს თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება არა უგვიანეს დაზუსტებული ანგარიშის წარდგენის თვის დასრულებისა.“.

4. მე- 12 მუხლის მე- 4 პუნქტის ზ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოების (შემდგომში – რეგიონული საბჭო) ფორმირება. რეგიონული საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით რეინტეგრაციის შემწეობისა და მინდობით აღზრდის ანაზღაურების გაცემის, გაგრძელების ან/და შეწყვეტის თაობაზე, სამზრუნველო პირებისათვის სხვადასხვა სოციალური მომსახურების გაწევის მიზანშეწონილობის შესახებ, აგრეთვე რეგიონული საბჭოს დებულებით განსაზღვრულ სხვა საკითხებზე. რეგიონული საბჭოს შემადგენლობას და დებულებას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი. რეგიონულ საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონული სტრუქტურული დანაყოფის უფროსი ან მისი მოადგილე (ქ. თბილისში ერთ-ერთი რაიონული სტრუქტურული დანაყოფის უფროსი). რეგიონულ საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და სხვა დაინტერესებული პირი;“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ურუშაძე