„2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 401/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 07/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 160, 07/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 13/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016023
  • Word
401/ნ
07/12/2010
სსმ, 160, 07/12/2010
470230000.22.035.016023
„2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №401/ნ

2010 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

„2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ ნ ბრძანებაში ( სსმ III, 22.12.2009, №156, მუხლი 1876) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. ბრძანებას დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს ( შემდგომში – პროგრამების სააგენტო) რეორგანიზაციის გამო, 2010 წლის 1 დეკემბრიდან ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროგრამების ფარგლებში სააგენტოსათვის დაკისრებულ ცალკეულ კომპეტენციებს, უფლებებსა და მოვალეობებს უწყვეტად გააგრძელებს/ განახორციელებს „ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 სექტემბრის №288 დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი ორგანიზაცია და/ ან დაწესებულება.’’.

2. ბრძანების პირველი პუნქტის „ ბ’’ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №2- ში – „ სასწრაფო დახმარების სახელმწიფო პროგრამის’’ მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. დაფინანსების მეთოდოლოგია

1. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, ცხრილი №1- ის შესაბამისად.

2. ამ პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტი.

 

ცხრილი №1

ხარჯი თვეში (ლარებში)

ხელფასი

დირექტორი

535

ექიმი

450

ექთანი

300

მძღოლი

265

დისპეტჩერი

220

ბუღალტერი-მოლარე

200

დამლაგებელი-სანიტარი

140,4

სხვა ხარჯი

მათ შორის (საწვავი, მედიკამენტები, კომუნალური, მობილური კავშირგაბმულობა, მანქანების მომსახურება და ოფისის ხარჯები)

2915

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ურუშაძე