დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის 2010 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N442/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 400/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 160, 07/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280020000.22.035.016021 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №400/ნ
2010 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის 2010 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის № 442/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის 2010 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის № 442/ნ ბრძანების (სსმ III, 31.12.2009, № 160, მუხ. 2017) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართში („ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. პროგრამის დაფინანსება
1. პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი.
2. 2010 წლის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 5 300 000 ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
|
| შშმ პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა | ბიუჯეტი (ლარებში) |
|
|
| 5 300 000
|
| 1 | შშმ პირთა დღის ცენტრების ქვეპროგრამა | 1,715,000 |
| 2 | ყრუ-მუნჯების კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა | 19,200 |
| 3 | უსინათლოთა სოციალური ინტეგრაციის ქვეპროგრამა | 20,000 |
| 4 | ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ინსტიტუციური პატრონაჟის ქვეპროგრამა | 547,500 |
| 5 | შშმ პირთა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა | 312,500 |
| 6 | სათემო ტიპის მომსახურების ბენეფიციართა საკურორტო რეაბილიტაციის ქვეპროგრამა | 14,700 |
| 7 | შშმ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის/რეაბილიტაციის ქვეპროგრამა | 720,000 |
| 8 | მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგარამა | 40, 000 |
| 9 | ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა | 86,400 |
| 10 | შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა | 40,000 |
| 11 | დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა | 1,723,700
|
| 11.1 | გადასაადგილებელი საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი | 99,000 |
| 11.2 | საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი | 247,000 |
| 11.3 | სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი | 487,700 |
| 11.4 | კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი | 890,000 |
| 12 | პროგრამის მონიტორინგის ქვეპროგრამა | 61,000 |
2. მე- 6 მუხლის მე- 2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2, მე-3, მე-4, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქვეპროგრამების განხორციელებაში მონაწილეობენ:
ა) 2010 წლის 1 დეკემბრამდე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო” (შემდგომში – შემსყიდველი ორგანიზაცია), ხოლო შემსყიდველი ორგანიზაციის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, ამ ბრძანებით „ შემსყიდველი ორგანიზაციისათვის’’ განსაზღვრულ უფლებამოსილებებს (გარდა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტისა) 2010 წლის 1 დეკემბრიდან გააგრძელებს სსიპ „ სოციალური მომსახურების სააგენტო’’. „ დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის’’ კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის შემსყიდველ ორგანიზაციას 2010 წლის 1 დეკემბრიდან წარმოადგენს სსიპ „ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი’’ (შემდგომში – პროექტების განმახორციელებელი ცენტრი), რომელიც გააგრძელებს/განახორციელებს ამ პროგრამის 26- ე და 27- ე მუხლების გათვალისწინებით. შესაბამისად, სსიპ „ სოციალური მომსახურების სააგენტო’’ და პროექტების განმახორციელებელი ცენტრი ჩაითვალოს შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამონაცვლედ მითითებული პროგრამის/ქვეპროგრამის/ კომპონენტით გათვალისწინებული კონტრაქტებისა და სხვა შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელების ნაწილში, თუ ამ პროგრამით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ბ) მიმწოდებელი.
3. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი „ გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ გ) აღნიშნული სურდოთარჯიმნების მომსახურების შესახებ ინფორმაციის განთავსებას ძირითად საჯარო დაწესებულებებში (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და სააგენტოს ტერიტორიული ორგანოები);“.
4. 26-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 4. კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს კოხლეარული იმპლანტის სახელმწიფოს მხრიდან შეძენას, რომელსაც 2010 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაცია, ხოლო 2010 წლის 1 დეკემბრიდან – პროექტების განმახორცილებელი ცენტრი. ამასთან, აღნიშნული საქონლის გაცემა განხორციელდება ამ პროგრამის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.
5. კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 890 000 ლარი.
6. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს აბსოლუტური სიყრუის მქონე და ყრუ-მუნჯი 6 წლამდე ასაკის ბავშვები. კომპონენტის ფარგლებში შესყიდული/შესასყიდი საქონლით დასაკმაყოფილებელ პირთა საერთო რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 29 ბენეფიციარს.’’.
5. 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. შესყიდული დამხმარე საშუალებების ბენეფიციარებზე განაწილების და ადგილობრივი წარმოების სავარძელ-ეტლის მისაღებად ბენეფიციართა შერჩევის მიზნით, მოქალაქეთა მიერ დამხმარე საშუალებების მიღების მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილ განცხადებებს განიხილავს და მათ დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილებას ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს კომისია, რომელიც იქმნება:
ა) 2010 წლის 1 დეკებრამდე შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით;
ბ) 2010 წლის 1 დეკემბრიდან – სააგენტოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.
3. კომისიის საქმიანობის პრინციპები განისაზღვრება ამ მუხლით და მისი შექმნის შესახებ შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.’’.
6. 27-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 4. დამხმარე საშუალებების მიღების მიზნით მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა განცხადებით (დამხმარე საშუალების საჭიროების მქონე პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართის ზუსტი მითითებით) უნდა მიმართოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის ორგანიზაციას. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) სავარძელ-ეტლის მოთხოვნის შემთხვევაში:
ა.ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, 16 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი, დაბადების მოწმობის ასლი;
ა.ბ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ა.გ) „ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისათვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანებით დამტკიცებული ფორმა №IV-50/2-ის ასლი, სადაც მითითებული იქნება დამხმარე საშუალების (სავარძელ-ეტლის) საჭიროება;
ა.დ) „ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ბ) ხელჯოხის (მათ შორის, უსინათლოთა) ან ყავარჯნის (მათ შორის, ხელჯოხ-ყავარჯნის) მოთხოვნის შემთხ ვევაში:
ბ.ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, 16 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი, დაბადების მოწმობის ასლი;
ბ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პენსიის მიმღები კატეგორიის (ასაკით პენსიონერი ან შშმ პირი) დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ბ.გ) „ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
გ) სმენის აპარატის და კოხლეარული იმპლანტის მოთხოვნის შემთხვევაში:
გ.ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, 16 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;
გ.ბ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ.გ) „ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისათვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანებით დამტკიცებული ფორმა №IV-50/2-ის ასლი, სადაც მითითებული იქნება დამხმარე საშუალების (სმენის აპარატის ან კოხლეარული იმპლანტის) საჭიროება;
გ.დ) „ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
დ) საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის მოთხოვნის შემთხვევაში:
დ.ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, 16 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;
დ.ბ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
დ.გ) „ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისათვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანებით დამტკიცებული ფორმა №IV-50/2-ის ასლი, სადაც მითითებული იქნება საპროთეზო-ორთოპედიული საშუალების საჭიროება;
დ.დ) „ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ურუშაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები