საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული ჟ. შარტავას ოჯახის წევრებისათვის პენსიის დანიშვნის შესახებ

  • Word
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული ჟ. შარტავას ოჯახის წევრებისათვის პენსიის დანიშვნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 367
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 10/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28(35), 14/06/1999
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.05.002.001.
  • Word
367
10/06/1999
სსმ, 28(35), 14/06/1999
280.120.000.05.002.001.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული ჟ. შარტავას ოჯახის წევრებისათვის პენსიის დანიშვნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 367

1999 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ ჟ.შარტავას ოჯახის წევრებისათვის პენსიის დანიშვნის შესახებ

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში (1993 წ.) დაღუპული ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ ჟიული შარტავას ოჯახის წევრების (მშობლები, მეუღლე) სოციალური დაცვის მიზნით:

1. მიზანშეწონილად ჩაითვალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ჟიული შარტავას ოჯახის წევრებისათვის (მეუღლე, მშობლები) მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის დანიშვნა „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

2. პენსიის დანიშვნა მოხდეს 1999 წლის 1 ივნისიდან „საქართველოს თავდაცვის მინისტრს“ თანამდებობრივი განაკვეთისა და სამხედრო წოდება „გენერალ-მაიორის“ გათვალისწინებით.

ე. შევარდნაძე