დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიღვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | თიღვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 62, 10/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.145.016005 |
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2010 წლის 6 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,თიღვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. ,,თიღვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №13 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების სათაურსა და მთლიანად ტექსტში სიტყვები „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახური“ შეიცვალოს სიტყვებით „მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლში სიტყვები „მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა“ შეიცვალოს სიტყვებით „გამგეობის მოსამსახურეთა“;
დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლში სიტყვები „მუნიციპალურ მოსამსახურეთა“ შეიცვალოს სიტყვებით „გამგეობის მოსამსახურეთა“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე რ. ჭავჭავაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები