დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში საერთაშორისო ავტოტურიზმის გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამის 2000 – 2005 წწ. დამტკიცების შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/01/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 10, 02/02/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 460080000.11.115.004621 |
სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი 460.080.000.11.115.004.621
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრისა და საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის
თავმჯდომარის ერთობლივი ბრძანება №11
2001 წლის 25 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოში საერთაშორისო ავტოტურიზმის გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამის 2000 – 2005 წწ. დამტკიცების შესახებ
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“, „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე და”საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 15 აპრილის №145 ბრძანებულების შესასრულებლად, ვბრძანებთ:
1. დამტკიცდეს საქართველოში საერთაშორისო ავტოტურიზმის განვითარების გრძელვადიანი სახელმწიფო (2000–2005 წწ.) თანდართული პროგრამა.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. ადეიშვილი
ვ. შუბლაძე
| N | ღონისძიებების დასახელება | შესრულების ვადა | შემსრულებელი | დაფინანსების წყარო | შენიშვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 |
| 1. | საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 15 აპრილის №145 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის განვითარების პროგრამით“ გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, კერძოდ: | 2001-2005წ.წ. |
|
|
|
| 2. | საქართველოში საერთაშორისო ავტოტურიზმის განსახორციელებლად, რეგიონების მიხედვით, ღირშესანიშნავი და ისტორიული ადგილების შერჩევა | 2001-2002წ.წ. | სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაცია ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად. |
|
|
| 3. | საერთაშორისო ავტოტურიზმის განსახოციელებლად ხელსაყრელი მარშრუტების შერჩევა | 2001-2002წ.წ. | სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაცია ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად. |
|
|
| 4. | შერჩეული მარშრუტების მიხედვით საავტომობილო გზების მდგომარეობის შესწავლა | 2001-2002 წ.წ. | სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაცია საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტთან და ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად. |
|
|
| 5. | განსაზღვრული მარშრუტების მიხედვით შესწავლილი საავტომობილო გზების დაყოფა კატეგორიების მიხედვით | 2001-2002 წ.წ. | სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაცია საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად. |
|
|
| 6. | დადგენილ საერთაშორისო საავტომობილო მარშრუტებზე მოძრავი შემადგენლობის შერჩევა | 2001-2005 წ.წ. | სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაცია ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად. |
|
|
| 7. | შერჩეულ მარშრუტებზე მოძრაობის რეჟიმების დადგენა, ეკოლოგიური და უსაფრთხო გადაადგილების საკითხების გათვალისწინებით | 2001-2005 წ.წ. | სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაცია ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად. |
|
|
| 8. | საერთაშორისო ავტოტურიზმის განსახორციელებლად აუცილებელი ინფრასტრუქტურის განსაზღვრა დადგენილი მარშრუტების მიხედვით | 2001-2005 წ.წ. | სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაცია ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად. |
|
|
| 9. | ქარავანინგის საერთაშორისო ტუროპერატორებთან კონტაქტების გაღრმავება, შემდგომში მათი წარმომადგენლობების საქართველოში დაფუძნებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა | 2001-2005 წ.წ. | სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაცია ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად. |
|
|
| 10. | ევროპისა და აზიის ქვეყნებში ექსპერტების მივლინება, ავტოტურიზმის სფეროში არსებული გამოცდილების შესწავლის მიზნით. ქარავანინგის საერთაშორისო ტურისტულ ბაზრობებზე მონაწილეობის მიღება. | 2001-2005 წ.წ. | სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაცია დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად. |
|
|
| 11. | საკანონმდებლო ბაზების შექმნა საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. | 2001-2005 წ.წ. | სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაცია ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად. |
|
|
| 12. | აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრებთან, შესაბამისი საინფორმაციო ბანკის შექმნის მიზნით | 2001-2005 წ.წ. | ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტი სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციასთან ერთად. |
|
|
| 13. | საქართველოში საერთაშორისო ავტოტურიზმის პროპაგანდა, გაშუქება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მიზნობრივი ლიტერატურის და მასალების შექმნა | 2001-2005 წ.წ. | სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაცია ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად. |
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები