განჩინება შპს "ბრო"-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ

  • Word
განჩინება შპს "ბრო"-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/11700-10
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 29/11/2010
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 86, 07/12/2010
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/11700-10
29/11/2010
სსმ, 86, 07/12/2010
განჩინება შპს "ბრო"-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

2010 წლის 29 ნოემბერი                                      

ქ. თბილისი                                              

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება              შპს „ბროს“-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ

 

 მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძე

განმცხადებელი: შპს „ბროს”-ი

წარმომადგენელი: ნინო პავლიაშვილი

მოთხოვნა: საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ბროს”-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2010 წლის 09 ნოემბერს განცხადებით მიმართა შპს ,,ბროს”-ის წარმომადგენელმა ნინო პავლიაშვილმა და მოითხოვა საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

სასამართლო გაეცნო განცხადებას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ იგი აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და მიღებული უნდა იქნეს სასამართლოს წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე და 29-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. შპს ,,ბროს”-ის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლოს წარმოებაში.

2. მეურვედ დაინიშოს ვახტანგ კაპანაძე – მცხოვრები: ქ. რუსთავში, 21-ე მ/რ, კორპ. 5, ბინა №75 (პირადი ნომერი 35001061012).

3. აეკრძალოს შპს ,,ბროს”-ს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის     შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.

4. შეჩერდეს შპს ,,ბროს”-ის მიმართ იძულებითი აღსრულება.

5. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია: შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან; დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

6. განემარტოს შპს ,,ბროს”-ს, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ; მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

7. განემარტოს კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს თავისი მოთხოვნები შპს ,,ბროს”-ის მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად.

8. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2011 წლის 06 იანვარს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №20).

9. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, „გაზეთ 24 საათში“, გაზეთ „სიტყვა და საქმეში“ და სასამართლოს დაფაზე.

10. განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

      მოსამართლე             ე. ცისკარიძე