"ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ადგილების განსაზღვრის შესახებ, სადაც დასაშვებია I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გარეშე მშენებლობა"

  • Word
"ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ადგილების განსაზღვრის შესახებ, სადაც დასაშვებია I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გარეშე მშენებლობა"
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 61, 09/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 330010040.35.144.016020
  • Word
34
03/12/2010
სსმ, 61, 09/12/2010
330010040.35.144.016020
"ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ადგილების განსაზღვრის შესახებ, სადაც დასაშვებია I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გარეშე მშენებლობა"
ქარელის მუნიციპალიტეტი

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №34

2010 წლის 3 დეკემბერი

ქ. ქარელი

ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ადგილების განსაზღვრის შესახებ, სადაც დასაშვებია I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გარეშე მშენებლობა

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე დასაშვებია ნებისმიერ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე, მათ შორის საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე, გარდა კანონმდებლობის შესაბამისად მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთებისა.

2. ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა დასაშვებია, თუ:

ა) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შესაბამისად, ასაშენებელი შენობა-ნაგებობა განეკუთვნება ზონების ტერიტორიაზე უძრავი ქონების (ობიექტების) გამოყენების ნაბადართულ სახეობებს;

ბ) ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ნებისმიერი ფასადი არ არის განთავსებული ქუჩაზე, გზაზე ან განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში მდებარე ქუჩის, მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღის, მიწის ნაკვეთებს შორის არსებული გასასვლელებისა და სხვა სივრცეების, ასევე სხვა საზოგადოებრივი ტერიტორიის (სივრცის) უშუალოდ მომიჯნავედ.

3. ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობის ფასადი არ ითვლება ქუჩაზე ან გზაზე განთავსებულად ან/და განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩის, მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღის, მიწის ნაკვეთებს შორის არსებული გასასვლელებისა და სხვა სივრცეების, ასევე სხვა საზოგადოებრივი ტერიტორიის (სივრცის) უშუალოდ მომიჯნავედ განთავსებულად, თუ ასაშენებელ შენობა-ნაგებობასა და ამ დადგენილების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საზოგადოებრივ ტერიტორიას (სივრცეს) შორის უკვე არსებული შენობა-ნაგებობა ან/და მიწასთან მყარად დაკავშირებული სხვა ობიექტი (მათ შორის, ღობე) მთლიანად ფარავს ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საზოგადოებრივი ტერიტორიის (სივრცის) მხარეს განთავსებულ ფასადს.

4. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება I კლასს დაქვემდებარებული ყველა სახის შენობა-ნაგებობაზე, მათ შორის, დროებით შენობაზე და ნაგებობაზე და სხვა კონსტრუქციული ელემენტის მქონე შენობა-ნაგებობაზე. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობა გამოიყენება სამყოფად, სადგომად, სათავსდ თუ სხვა დანიშნულებით.

5. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის როგორც ახალ მშენებლობებზე (მათ შორის, მონტაჟზე), ისე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე და დროებით შენობისა და ნაგებობის განთავსებაზე (მონტაჟზე).

6. ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება I კლასს დაქვემდებარებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე.

7. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                             პ. ღვინიაშვილი