დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/02/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 21, 22/02/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.090.000.10.003.000.160 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/02/2005 - 17/09/2012)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №26
2005 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ
„საჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის 24-ე მუხლის მოთხოვნათა შესასრულებლად ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ თანდართული დებულება და საწარმოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ფორმა.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესსა და ვადებს.
2. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
5. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას სახელმწიფო ქონება საკუთრებაში გადაეცემა შემდეგი პრინციპების საფუძველზე:
ა) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას სახელმწიფო ქონება საკუთრებაში გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად;
ბ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას სახელმწიფო ქონება საკუთრებაში გადაეცემა უსასყიდლოდ.
მუხლი 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის ორგანიზება
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემა შეიძლება განხორციელდეს:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინადადების საფუძველზე;
ბ) საქართველოს მთავრობის ინიციატივით, რომელსაც უნდა დაეთანხმოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სახელმწიფო ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე წინადადებით მიმართავს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წინადადება სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) გადასაცემი ქონების დასახელებას, ადგილმდებარეობას;
ბ) ინფორმაციას საწარმოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ თანდართული ფორმის მიხედვით.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ერთ კვირაში იხილავს შემოსულ წინადადებას და სათანადო რეკომენდაციას წარუდგენს საქართველოს მთავრობას, რომელიც საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში გამოსცემს შესაბამის განკარგულებას.
5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ქონების გადაცემას.
6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემა ფორმდება:
ა) ნივთის გადაცემის შემთხვევაში მთავრობის განკარგულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც უძრავი ნივთის გადაცემის შემთხვევაში უნდა დადასტურდეს სანოტარო წესით;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საზოგადოების წილის (აქციების) შემთხვევაში მთავრობის განკარგულების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. ქონების გადაცემასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საწარმოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ფორმა
| № | საწარმოს დასახელება | იურიდიული მისამართი | საწესდებო კაპიტალი | სახელმწიფოს წილი % | საქმიანობის სფერო | საანგარიშო წილის მოგება, ზარალი (ლარობით ათასამდე) | კრედიტო-რული დავალია- ნება (ლარობით ათასამდე) | დებიტორუ -ლი დავა -ლიანება (ლარობით ათასამდე)
| შენიშვნა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 1 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 2 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 3 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 4 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 5 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 6 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 7 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 8 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 9 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 10 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები