„შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები შუახევის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/11/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 65, 17/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 18/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.135.016011
  • Word
25
26/11/2010
სსმ, 65, 17/12/2010
010260020.35.135.016011
„შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
შუახევის მუნიციპალიტეტი

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2010 წლის 26 ნოემბერი

დ. შუახევი

„შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის                      17 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №17 დადგენილებაში (სსმ V, 06.10.2010 წ., №34. მუხ.982) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ადმინისტრაციულ სამსახურს აქვს საკუ­თარი ბლანკი და შტამპი. ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელ­დება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.“

ბ)  მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გამგეობის შინაგანაწესით და სხვა ადმინის­ტრა­ციული სამართლებრივი აქტებით.“.

გ) მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოფს გამგეობის სა­მუშაო თათბირების მომზადებას, უზრუნველყოფს გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპე­რა­ტიული ინფორმაციის მომზადებას და გამოქვეყნებას;“.

„დ) ამზადებს გამგებლის მიერ საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტებს;“

დ) მე-6 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის და გამგეობის წარმომადგენლობას საქართველოს საერთო სასამართლოებში, ასევე სხვა დაწესებულებებში (ორგანიზაციებში);“.

ე) დებულების მე-10 და მე-13 მუხლები ამოღებულ იქნეს.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე              ნ. ამაღლობელი