საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების დაჩქარების შესახებ “საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 31 ოქტომბრის №615 ბრძანებულების შესაბამისად ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების შრომითი კოლექტივებისათვის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების თაობაზე

  • Word
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების დაჩქარების შესახებ “საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 31 ოქტომბრის №615 ბრძანებულების შესაბამისად ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების შრომითი კოლექტივებისათვის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 209
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/04/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 21(28), 06/05/1999
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.05.002.001.
  • Word
209
30/04/1999
სსმ, 21(28), 06/05/1999
470.230.000.05.002.001.
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების დაჩქარების შესახებ “საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 31 ოქტომბრის №615 ბრძანებულების შესაბამისად ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების შრომითი კოლექტივებისათვის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №209

1999 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების დაჩქარების  შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 31 ოქტომბრის №615 ბრძანებულების შესაბამისად ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების შრომითი კოლექტივებისათვის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, პირდაპირი წესით პრივატიზების უფლება მიეცეთ დანართში ჩამოთვლილ ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების შრომით კოლექტივებს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 31 ოქტომბრის №615 ბრძანებულებით განსაზღვრულ და წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების პირობით.

2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება) განახორციელოს დანართში ჩამოთვლილი ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზება შრომითი კოლექტივებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. „სახელმწიფო ქონების პრივატიზების“ შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების დაჩქარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 31 ოქტომბრის №615 ბრძანებულებით დამტკიცებულ №2 დანართში ჩამოთვლილ სამედიცინო ობიექტებში მომუშავე პერსონალის უფლებათა დაცვის მიზნით, შრომითმა კოლექტივებმა 1999 წლის 15 ივნისამდე წარადგინონ განაცხადები საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში ობიექტების პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების თაობაზე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ნუსხაში დამტკიცებულ ჯანმრთელობის დაცვის ობიექტთა პრივატიზება გან­ხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ე. შევარდნაძე

 

დანართი

ჯანმრთელობის დაცვის  პირდაპირი მიყიდვის წესით საპრივატიზებო ობიექტები

1. მოზრდილთა პოლიკლინიკა №26 (ვაჟა-ფშაველას გამზ. №21)

2. ბავშვთა პოლიკლინიკა №4 (ა. წერეთლის გამზ. №55)

3. მოზრდილთა პოლიკლინიკა №1 (ც. დადიანის № 321)

4. მოზრდილთა პოლიკლინიკა №2 (ც. დადიანის № 20)

5. ბავშვთა პოლიკლინიკა №21 (დიღმის მასივი)

6. მოზრდილთა პოლიკლინიკა №15 (კ. ხეთაგუროვის ქ.№6)

7. მოზრდილთა პოლიკლინიკა №6 (რთველაძის ქ.№3)

8. მოზრდილთა პოლიკლინიკა №5 (ქეთევან წამებულის №57)

9. ბავშვთა პოლიკლინიკა №5 (ქეთევან წამებულის № 57)

10. ქუთაისის აღდგენითი მკურნალობის საავადმყოფო (დვალიშვილის ქ. №13)

11. ქუთაისის სანიტარიული განათლების ცენტრი (ა. პუშკინის ქ. №16)

12. ქალთა კონსულტაცია №11 (საბურთალოს 1. ქ. №10)

13. მოზრდილთა პოლიკლინიკა №28 (ჭავჭავაძის გამზ.№33ა)

14. ვენდისპანსერი №1 (ა. პუშკინის ქ. №10)

15. ქალთა კონსულტაცია №15 (ა. პუშკინის ქ. №10)

16. ლორ-ორგანოთა კლინიკა (თევდორე მღვდლის ქ. №13)

17. ბავშვთა პოლიკლინიკა №2 (თ. ერისთავის ქ. №2)

18. ქალთა კონსულტაცია №1 (თ. ერისთავის ქ. №2)

19. მოზრდილთა პოლიკლინიკა №9 (ლ. ქიაჩელის ქ. №18)

20. ბავშვთა პოლიკლინიკა №16 (ბენაშვილის ქ. №3)

21. ბავშვთა პოლიკლინიკა №1 (ხუდადოვის ქ. №10/1)

22. ბავშვთა სტომატოლოგიური პოლიკლინიკა №5 (მუხიანი IVბ მ/რ, კორპ. 29)

23. ქ. ფოთის სტომატოლოგიური პოლიკლინიკა (დ. აღმაშენებლის ქ. №27)

24. ქალთა კონსულტაცია №4 (წერეთლის გამზ. №93)

25. სამშობიარო სახლი №1 (ც. დადიანის №255)

26. ქ. გორის ფასიანი სტომატოლოგიური პოლიკლინიკა (ჭავჭავაძის ქ. №10)

27. ვენდისპანსერი №7 (გამარჯვების ქ. №1)

28. ბავშვთა პოლიკლინიკა №6 (ფაღავას ქ. №25)

29. ქალთა კონსულტაცია №6 (ვეკუას ქ. №4).

 

საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსი                               პ. მამრაძე