დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარმოდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეციერების მინისტრის 2009 წლის 4 სექტემბრის №725 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 117/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 160, 07/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016032 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №117/ნ
2010 წლის 6 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარმოდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 სექტემბრის №725 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარმოდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 სექტემბრის №725 ბრძანებით (სსმ III, 04.09.2009, №109, მუხ. 1251) დამტკიცებულ საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარმოდგენისა და განხილვის წესში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატება:
ა) მე-2 მუხლის:
ა.ა) მე-6 პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.ბ) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1” ქვეპუნქტი :
„გ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე”.
ა.გ) მე-9 და მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია მოახდინოს ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების ჩარიცხვა ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებივი აქტის გამოცემიდან ოთხი თვის ვადაში ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი დაუყოვნებლივ ქვეყნდება დაწესებულების ოფიციალურ ვებგვერდზე.”.
მუხლი 2
„იმ პირებს, რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით მინიჭებული აქვთ სწავლის უფლება და მათ ეს უფლება არ გამოუყენებიათ ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისთვის, შეუძლიათ 2010 წლის 31 დეკემბრამდე მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს ჩარიცხვის თაობაზე და დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.”.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები