"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 888
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 160, 07/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016062
  • Word
888
06/12/2010
სსმ, 160, 07/12/2010
190040000.22.033.016062
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №888

2010 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის 372 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის 372 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., 58, მუხლი 503) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნს ცვლილებები და მე-5 მუხლის:

1. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. სამინისტროს სისტემაში ახლად მიღებულ მოსამსახურეებს (გარდა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიღებული მოსამსახურეებისა), რომლებიც დაინიშნენ საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებულ თანამდებობაზე და არ გააჩნიათ ოფიცრის სამხედრო ან სხვა სპეციალური წოდება, ენიჭებათ საშუალო სპეციალური წოდება უმცროსი ინსპექტორი. სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ახლად მიღებულ მოსამსახურეებს ენიჭებათ უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, გარდა ამ მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა..

2. მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთნავე.

კ. ბაინდურაშვილი