დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/06/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 71, 18/06/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.014739 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.014.739
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №21
2010 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
„ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №113, მუხ. 1242) დამტკიცებულ „ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის შესახებ” დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დოკუმენტი ივსება სამ ეგზემპლარად, საიდანაც პირველი და მესამე პირი გაიცემა ლიცენზიანტზე ან უფლებამოსილ პირზე, ხოლო მეორე პირი რჩება მის გამცემ ორგანოში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გადაცემული დოკუმენტის პირები ინახება ლიცენზიანტთან ან უფლებამოსილ პირთან და მისი სხვა პირზე გადაცემა დაუშვებელია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ლიცენზიანტი ან უფლებამოსილი პირი ვალდებულია ხე-ტყის ტრანსპორტირების ან რეალიზაციისას თან იქონიოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მისთვის გადაცემული დოკუმენტის პირველი პირი, რომელიც ასევე სავალდებულოა კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“.
3. მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კანონიერების დოკუმენტი ივსება სამ ეგზემპლარად, საიდანაც პირველი და მესამე პირი გაიცემა დოკუმენტის მიმღებზე, ხოლო მეორე პირი რჩება მის გამცემ ორგანოში.“.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გადაცემული დოკუმენტის პირები ინახება დოკუმენტის მიმღებთან და მისი სხვა პირზე გადაცემა დაუშვებელია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
4. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის მფლობელი პირი ვალდებულია ხე-ტყის ან ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირების ან რეალიზაციისას თან იქონიოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მისთვის გადაცემული დოკუმენტის პირველი პირი, რომელიც ასევე სავალდებულოა კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები