დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/1243 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 2, 11/01/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 320.110.000.22.024.007.992 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.22.024.007.992
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1243
2005 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ
,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის და საქართველოს მთავრობის 2004წ. 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების” მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. 2005 წ. 30 დეკემბრიდან დადგენილი და გაშვებული იქნას მიმოქცევაში შემდეგი ნიმუშების საქართველოს საფოსტო მარკები:
1) ,,საქართველოს თეატრები” _ 8 მარკა, ავტორი ბ.გაგნიძე; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფერიანი; თითოეული მარკის ნომინალი 30 თეთრი; თითოეული მარკის ზომა 30X38 მმ.; თითოეული დასახელების მარკა 20000 ცალი, ფურცელში 10 მარკა (2X5).
მარკა №379 მარკა №380 მარკა №381 მარკა №382
ცხინვალი – ოსური ბათუმი - ქართული სოხუმი – აფხაზური ქუთაისი - ქართული
დრამატული თეატრი დრამატული თეატრი დრამატული თეატრი დრამატული თეატრი

მარკა №383 მარკა №384 მარკა №385 მარკა №386
თბილისი – ოპერისა თბილისი – ქართული თბილისი – ქართული თბილისი - სომხური
და ბალეტის დრამატული თეატრი აკადემიური თეატრი დრამატული თეატრი
დრამატული თეატრი

2) ,,ქართული ორქიდეა” – 4 მარკა, ავტორი ბ.გაგნიძე; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფერიანი; თითოეული მარკის ზომა 30X38 მმ.; თითოეული დასახელების მარკა 15000 ცალი, ფურცელში 10 მარკა (2X5).
მარკა №387 მარკა №388 მარკა №389 მარკა №390
ნომინალი 20 თ. ნომინალი 40 თ. ნომინალი 50 თ. ნომინალი 80 თ.

3) ,,ზამთრის ოლიმპიადა” _ 5 მარკა, ავტორი ბ.გაგნიძე; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფერიანი; თითოეული მარკის ზომა 30X38 მმ.; ფურცელში 10 მარკა (2X5); რაოდენობა: ნომინალებით 10 და 20 თ. 50000 ცალი თითოეული მარკა; ნომინალებით 30, 40, 80 თ. 20000 ცალი თითოეული მარკა.
მარკა № 391 მარკა № 392 მარკა № 393
ნომინალი 10 თ. ნომინალი 20 თ. ნომინალი 30 თ.

მარკა № 394 მარკა № 395
ნომინალი 40 თ. ნომინალი 80 თ.

4) ,,ქართული ბალეტი” 2 მარკა; , ავტორი ბ.გაგნიძე; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფერიანი; თითოეული მარკის ზომა 30X38 მმ.; თითოეული მარკის რაოდენობა 15000 ცალი, ფურცელში 10 მარკა (2X5).
მარკა № 396 მარკა № 397
ნომინალი 40 თ. ნომინალი 50 თ.

5) ,,წინაოლიმპიური” 1 მარკა; ავტორი ბ.გაგნიძე; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფერიანი; მარკის ზომა 30X38 მმ.; რაოდენობა 30000 ცალი; ფურცელში 8 მარკა (2X4).
მარკა №398
ნომინალი 80 თ.

6) ,,მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში” 1 მარკა; ავტორი ბ.გაგნიძე;; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფერიანი; მარკის ზომა 30X38 მმ.; რაოდენობა 20000 ცალი; ფურცელში 10 მარკა (2X5).
მარკა №399
ნომინალი 100 თ.

7) ,,თბილისის ფუნიკულიორი” 1 მარკა; ავტორი ბ.გაგნიძე; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფერიანი; ბლოკის ზომა 86X86 მმ.; რაოდენობა 15000 ცალი.
მარკა №400
ნომინალი 100 თ.

მუხლი 2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან.
ი. ჩოგოვაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები