საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამით მეჩაიეობის დარგის პრიორიტეტული განვითარების შესახებ

  • Word
საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამით მეჩაიეობის დარგის პრიორიტეტული განვითარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 134
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 12/04/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17(24), 15/04/1999
სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.05.002.001.
  • Word
134
12/04/1999
სსმ, 17(24), 15/04/1999
340.170.000.05.002.001.
საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამით მეჩაიეობის დარგის პრიორიტეტული განვითარების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №134

ქ. თბილისი 1999 წლის

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამით მეჩაიეობის დარგის პრიორიტეტული განვითარების შესახებ

1. ინვესტიციების მხარდაჭერის, სახალხო მეურნეობის ძირითადი დარგებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის რენოვაციის მიზნით შეიქმნას და განხორციელდეს  საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამა.

2. პროგრამის უპირველეს პრიორიტეტად ჩაითვალოს სოფლის მეურნეობა, კერძოდ კი მეჩაიეობა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს ინვესტიციები მეჩაიეობის დარგის განვითარებისათვის არანაკლებ 5,0 მილიონი ლარისა. ამ მიზნით პროგრამის საჭიროებებს მოხმარდეს იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ნოტების ურთიერთგაცვლის საფუძველზე იაპონიის მიერ გამოყოფილი არასაპროექტო რესურსი და სოფლის მეურნეობის რესურსის ნაწილი.

3. პროგრამის განხორციელებას უხელმძღვანელოს და კონტროლი განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამის მაკოორდინირებელმა კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:

ვაჟა ლორთქიფანიძე –  საქართველოს სახელმწიფო მინისტრი –  თავმჯდომარე

თამარ ბერუჩაშვილი – საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი

ბაკურ გულუა – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი                                                         ირაკლი მენაღარიშვილი –  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

დავით ონოფრიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ივანე ჩხარტიშვილი  –  საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

გიორგი შონია – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ფულად-საკრედიტო, ფისკალური პოლიტიკისა და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სამსახურის უფროსი.

4. დაევალოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის  სამინისტროს  (ბ. გულუა) სოფლის მეურნეობის რესურსის  ათვისების (2KRIII) წესების დამუშავება და კომისიაზე დასამტკიცებლად წარმოდგენა, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო რესურსის (2KRIII) ტენდერის გამოცხადება და  განაწილება 1999 წლის 30 მაისამდე

5. დაევალოს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს (თ. ბერუჩაშვილი) არასაპროექტო რესურსის ათვისების  წესების დამუშავება და კომისიაზე დასამტკიცებლად წარმოდგენა, აგრეთვე არასაპროექტო რესურსის ტენდერის გამოცხადება და განაწილება 1999 წლის 30 მაისამდე.

6. განაწილების შედეგები დამტკიცდეს კომისიაზე.

7. ორივე რესურსის განაწილების შედეგად მეჩაიეობის განვითარებისათვის მიიმართოს არანაკლებ 5,0 მლნ ლარისა.

8. რესურსის ათვისება მოხდეს მიმღებისათვის ეროვნულ ვალუტაში უპროცენტო, დაბრუნებადი რესურსის გაცემის გზით,  მემორანდუმის პირობების შესაბამისად.

9. დაევალოს კომისიას პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა არანაკლებ ორ თვეში ერთხელ.

ე. შევარდნაძე