საერთო სასამართლოებში ასარჩევ მსაჯულთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ

  • Word
საერთო სასამართლოებში ასარჩევ მსაჯულთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 118
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 29/03/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 14 (21), 31/03/1999
სარეგისტრაციო კოდი 110.050.000.05.002.001.
  • Word
118
29/03/1999
სსმ, 14 (21), 31/03/1999
110.050.000.05.002.001.
საერთო სასამართლოებში ასარჩევ მსაჯულთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №118

1999 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

საერთო სასამართლოებში ასარჩევ მსაჯულთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ

სასამართლო რეფორმის განხორციელებისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მოთხოვნათა უზრუნველსაყოფად:

1. ფოთის საქალაქო სასამართლოს, აბაშის, ადიგენის, ამბრო­ლაურის, ახალგორის, ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძის, ახმეტის, ბაღდათის, ბოლნისის, ბორჯომის, გურჯაანის, დედოფლის­წყაროს, დმანისის, დუშეთის, ვანის, თეთრი წყაროს, თერჯოლის, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის, ლენტეხის, მარტვილის, მესტიის, ნინოწმინდის, ონის, საგარეჯოს, საჩხერის, სიღნაღის, ტყი­ბულის, ყაზბეგის, ყვარ­­ლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წალკის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხობის, ხონის, ჯავის, ზესტა­ფონის, თელავის, მარნეულის, მცხეთის, ოზურგეთის, სამტრედიის, სენაკის, ქარელისა და ხაშურის თითოეულ რაიონულ სასამართლოში ასარჩევ მსაჯულთა რაოდენობა განისაზღვროს 60 მსა­ჯულით.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და გარდაბნის, გორისა და ზუგდიდის თითოეულ რაიონულ სასამართლოში ასარჩევ მსაჯულთა რაოდენობა განისაზღვროს 140 მსაჯულით.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ასარჩევ მსაჯულთა რაოდენობა განისაზღვროს 160 მსაჯულით.

4. გლდანი-ნაძალადევის, კრწანისი-მთაწმინდის, ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორის და დიდუბე-ჩუღურეთის თითოეულ რაიო­ნულ სასამარლოში ასარჩევ მსაჯულთა რაოდენობა განისაზღვროს 200 მსაჯულით.

ე. შევარდნაძე