"წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №21 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
"წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №21 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/11/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 64, 16/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 04/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.104.016032
  • Word
42
26/11/2010
სსმ, 64, 16/12/2010
010250020.35.104.016032
"წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №21 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42

2010 წლის 26 ნოემბერი

ქ. წალენჯიხა                                          

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს           2010 წლის 24 სექტემბრის N21 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

  მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №21 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი  დამატებები:

1. დებულების მე-4 მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი:

     „ზ) კოორდინაციას უწევს და უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს ბიუროს სხდომების ოქმების წარმოებას, სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვას, კონტროლს უწევს მათ შესრულებას.“.

     2. დებულებას დაემატოს მე-7, 71, 72, 73, 74 მუხლები:

    „მუხლი 7. აპარატის განყოფილებები

    აპარატის განყოფილებებია:

     ა) საინფორმაციო-ანალიტიკური და სოციალურ საკითხთა განყოფილება;

     ბ) იურიდიული, საქმისწარმოებისა და პერსონალის მართვის განყოფილება;

     გ) საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და სტატისტიკის განყოფილება

    მუხლი 71. საინფორმაციო-ანალიტიკური და სოციალურ საკითხთთა განყოფილება

     საინფორმაციო-ანალიტიკურ და სოციალურ საკითხთა განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს საკრებულოს საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას და გამოქვეყნებას, ახდენს საკრებულოს შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქებული მასალების და პუბლიკაციების ანალიზს;

ბ) ორგანიზაებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრე-ბულოს ფრაქციებისა და სამუშაო ჯგუფების თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან, რეაგირებას ახდენს სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით შემოსულ კორესპონდენციებზე, ღებულობს ინფორმაციას ტერიტორიული ერთეულებისაგან სოციალურ საკითხებზე;

გ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს ურთიერთობას გამგეობასთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;

     დ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს კავშირურთიერთობების ჩამოყალიბებას და თანამშრომლობის განვითარებას სხვა (მათ შორის, საზღვარგარეთ) თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ე) უზრუნველყოფს ჟურნალისტების დასწრებას საკრებულოსა და მისი კომისიების სხდომებზე, მათთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნას, მათ ინფორმირებას. საზოგადოებასთან ქმედითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, პრეს-კონფერენციების, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებას;

ვ) ორგანიზებას უწევს ოფიციალური დელეგაციების მიღებას და საკრებულოს დელეგაციების მივლინებას, ახორციელებს ადგილობრივი ტელევიზიითა და პრესით საკრებულოს სხდომის ან საჯარო მოსმენის დღის წესრიგის, ჩატარების ადგილის, დროისა და თარიღის, სხვადასხვა პროგრამების მოსახლეობისათვის გაცნობას. ტელევიზიის საშუალებით საკრებულოს სხდომების გაშუქებას;

ზ) უზრუნველყოფს საკრებულოს საინფორმაციო-საცნობარო და პროგრამულ მომსახურებას, საკრებულოს ოფიციალური ინფორმაციის კომპიუტერიზაციას და ინტერნეტიზაციას;

თ) უზრუნველყოფს საკრებულოს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების ფუნქციონირებას, საიტებისა და ინტერნეტგვერდების შექმნას, მათ განახლებას. ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციასა და გადაცემას საკრებულოს აპარატის უფროსისათვის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან დაცვას.

    მუხლი 72. იურიდიული, საქმისწარმოებისა და პერსონალის მართვის განყოფილება

იურიდიული, საქმისწარმოებისა და პერსონალის მართვის განყოფილება:

ა) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს კომისიების და აპარატის შესაბამისი საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ბ) უზრუნველყოფს საკრებულოს, მისი კომისიების, აპარატის სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი მუშაობის მეთოდურ ხელმძღვანელობას, საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების მომზადებას;

 გ) საკონსულტაციო-სამართლებრივ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს და აპარატის თანამშრომლებს, ახდენს საკრებულოს სამართლებრივი აქტების კოდიფიკაციას და სისტემატიზაციას; აკონტროლებს მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან. საჭიროების შემთხევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ;

 დ) ახორციელებს საკადრო ცვლილებებთან, მოსამსახურეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან და წახალისებასთან დაკავშირებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების მომზადებას;

ე) წარმოადგენს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის ინტერესებს სასამართლოში წინასწარ გაცემული მინდობილობის შესაბამისად;

ვ) პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და უზრუნველყოფს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარისათვის დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით ინფორმაციის წარდგენას;

ზ) უზრუნველყოფს აპარატში ერთიან საქმისწარმოებას, აყალიბებს საქმეთა ნომენკლატურას, შეიმუშავებს კლასიფიკატორებს, ინდექსებს, შიფრებსა და კოდებს;

თ) უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვას, სისტემატიზაციას, მათ ანოტაციებს, სარეკვიზიტო და დოკუმენტურ გაფორმებას, ადრესატისათვის გადაცემას, კორესპოდენციის გადაგზავნას, საარქივო მასალების ანოტირებას და არქივის წარმოებას;

ი) აფორმებს და აღრიცხავს მიღებულ დოკუმენტაციაზე საკრებულოს თანა-მდებობის პირების დავალებებს და გადასცემს შემსრულებლებს, აკონტროლებს კორესპოდენციის განსახილველად გამზადებას, საკითხის განხილვაზე კანონით დადგენილი ვადების დაცვას;

კ) უზრუნველყოფს სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებული გადაწყვეტილების გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას;

   ლ) ახორციელებს საკრებულოს კომისიების სხდომების ოქმების წარმოებას;

     მ) უზრუნველყოფს საკრებულოში მომზადებული დოკუმენტაციის კომპიუტერულ ბეჭდვასა და გამრავლებას;

    ნ) უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პირადი საქმეების და საკადრო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვას და წარმოებას, აფორმებს აპარატის მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაზე გასვლის, სამივლინებო, საპენსიო და სხვა დოკუმენტაციებს;

     ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

        მუხლი 73. საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და სტატისტიკის განყოფილება

  საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და სტატისტიკის განყოფილება:

   ა) უზრუნველყოფს ფინანსური სახსრებისა და მატერიალურ საშუალებათა ხარჯვის აღრიცხვას და ანალიზს, ადგენს საკრებულოს შენახვის ხარჯებს;

  ბ) ახორციელებს საკრებულოსა და მისი აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დაგეგმვას;

  გ) დახმარებას უწევს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას:

  გ.ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით გათვალისწინებული შემოსავლების მიღებისა და ხარჯვის მიზნობრიობის შესწავლაში;

  გ.ბ) ფინანსური ხასიათის სამართლებრივი აქტების (ბიუჯეტი, ცვლილებები ბიუჯეტში და სხვა) პროექტების განხილვაში;

 დ) აანალიზებს და აფასებს ფინანსურ საკითხებზე ყოველთვიურ ანგარიშებს, ანალიტიკურ მასალებს და წინადადებებს წარუდგენს საკრებულოს თავ-მჯდომარეს შემდგომი რეაგირებისათვის;

ე) უწევს მეთოდურ დახმარებას საკრებულოს თანამდებობის პირებს და წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო სფეროს მიკუთვნებულ საკითხებში;

ვ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვაზე ინფორმაციის მოწოდებას საკრებულოს თავმჯდომარისთვის;

ზ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული შენობის შენახვას, მოვლა-პატრონობასა და ექსპლოატაციის, სანიტარიული ნორმების დაცვას;

თ) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის თანამდებობის პირების, საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების და აპარატის მოსამსახურეების მატერიალურ-ტექნიკურ, სატრანსპორტო, სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურებას, სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;

ი) უზრუნველყოფს საკრებულოს ინვენტარისა და მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვას, შენახვას, რაციონალურ გამოყენებას, მოვლასა და დაცვას;

კ) უზრუნველყოფს მოსახლეობის აღრიცხვას დასახლებული ერთეულების მიხედვით. ახორციელებს და აგროვებს სტატისტიკურ ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის: ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საკუთრებაში არსებული მიწის, ქონების, შინაური პირუტყვისა და ფრინველის, დასახლებულ ტერიტორიაზე გაშენებული ხეხილის და სხვ. თაობაზე. ამასთან, ფლობს და აღრიცხავს მონაცემებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თაობაზე;

ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსა-ზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

  

     მუხლი 74. განყოფილების უფროსი

განყოფილების უფროსი:

ა) ახორციელებს განყოფილების და განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა საერთო ხელმძღვანელობას. პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) შეიმუშავებს და აპარატის უფროსს წარუდგენს განყოფილების მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას;

 გ)  განსაზღვრავს განყოფილების მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

 დ) აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა კუთვნილი შვებულების გამოყენებისა და მივლინების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;

ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;

ზ) ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამა-რთლებრივი აქტებით, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ დავალებებს;

თ) აუცილებელ პირობებს უქმნის შესაბამისი განყოფილების მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისთვის;

ი) განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს აპარატის წინაშე;

კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და საკრებულოს აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 2

    ეს დადგენილება ამოქმედდეს, კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე        კ. ციმინტია