„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/11/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 64, 16/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 24/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.104.016030
  • Word
41
26/11/2010
სსმ, 64, 16/12/2010
010250040.35.104.016030
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41

2010 წლის 26 ნოემბერი

ქ. წალენჯიხა                                                  

 „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის       24 სექტემბრის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,   „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №14 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების ყველა მუხლში, სადაც მითითებულია: „135-ე მუხლით დადგენილი წესით“, შეიცვალოს წინადადებით: „102-ე მუხლით დადგენილი წესით“.

2. 81-ე მუხლის მე-3 პუნქტი და 84-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მომხსენებლისა და თანამომხსენებლის მოსმენის შემდეგ იწყება დებატები ამ დე-ბულებით დადგენილი წესით“.

3. 84-ე მუხლის მე-4 პუნქტი – შემდეგი რედაქციით:

„4. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშისა და აუდიტორული დასკვნის გამოქვეყნებიდან 2 კვირის ვადაში ხორციელდება საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ამ დებულებით   დადგენილი ფორმებით.“.

      4.   89-ე მუხლის 1-ლი პუნქტი – შემდეგი რედაქციით:

   „1. საკრებულოს თავმჯდომარეს გამგებელის წარდგინებით უფლება აქვს, აუცილებლობის შემთხვევაში, ამ დებულების (რეგლამენტის) 84-ე მუხლით დადგენილი ვადის გასვლამდე საკრებულოს სხდომაზე დააყენოს საკრებულოს მიერ უარყოფილი ნორმატიული აქტის პროექტი ხელახალი განხილვისათვის.“.

5. იმავე მუხლის მე-4 პუნქტი:

   „4. საკრებულოს სხდომა, შემთანხმებელი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ნორმატიული აქტის განხილვას იწყებს ამ დებულებით (რეგლამენტით), ბიუჯეტის პროექტის განხილვისათვის, დადგენილი პროცედურების დაცვით.“.

    მუხლი 2

    ეს დადგენილება ამოქმედდეს, კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე          კ. ციმინტია