დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 63, 13/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.136.016020 |
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №36
2010 წლის 26 ნოემბერი
დ. ხულო
„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის № 19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის № 19 დადგენილებაში ( სსმ V, № 39, 18.10.2010 წ., გვ. 51-54) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი თავის სათაური.
2. შეიცვალოს დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის სათაური და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებები“.
3. შეიცვალოს დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ თ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებსა და დასკვნებს გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფინანსებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შექმნის შესახებ. სამ თვეში ერთხელ საკრებულოს წარუდგენს ინფორმაციას სარეზერვო ფონდის გამოყენების შესახებ; “.
4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. კომისიის სხდომის ოქმი
კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს კომისიის სხდომის დღის წესრიგში შემავალი საკითხები, ყველა წამოყენებული წინადადება, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილებები. სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. თავართქილაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები