ჰააგის კეძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციის ეგიდით მიღებული 1993 წლის 29 მაისის ,,ბავშვთა დაცვისა და ბავშვთა საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" კონვენციის განხორციელების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 93
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 11/03/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 12(19), 18/03/1999
სარეგისტრაციო კოდი 480.140.000.05.002.001.
  • Word
93
11/03/1999
სსმ, 12(19), 18/03/1999
480.140.000.05.002.001.
ჰააგის კეძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციის ეგიდით მიღებული 1993 წლის 29 მაისის ,,ბავშვთა დაცვისა და ბავშვთა საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" კონვენციის განხორციელების თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

აქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №93

1999 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციის ეგიდით მიღებული 1993 წლის 29 მაისის „ბავშვთა დაცვისა და ბავშვთა საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ კონვენციის განხორციელების თაობაზე

ჰააგის 1993 წლის 29 მაისის „ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ კონვენციით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების მიზნით და ამ კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით:

1. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებთან ურთიერთობის ცენტრალურ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს განათლების სამინისტრო.

2. კონვენციით გათვალისწინებულ ფუნქციათა შესრულება საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია) განახორციელოს ფაქტობრივად არსებული საშტატო განაკვეთის ფარგლებში.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი) აცნობოს ჰააგის კერძო სამართლის კონფერენციის მუდმივმოქმედ ბიუროს საქართველოს განათლების სამინისტროს ცენტრალურ ორგანოდ განსაზღვრის თაობაზე.

ე. შევარდნაძე