„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/11/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 63, 13/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 12/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016025
  • Word
41
26/11/2010
სსმ, 63, 13/12/2010
010260020.35.136.016025
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №41

2010 წლის 26 ნოემბერი

დ. ხულო                  

„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის                           24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის 24 დადგენილებაში (სსმ 39, 18.10.2010 წ., გვ. 66-74) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი თავის ნომერი ნაცვლად არაბული ციფრისა აღინიშნოს რომაული ციფრით.  

2. შეიცვალოს დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. გამგეობა არის მუნიციპალიტეტის დაწესებულება, რომელიც უზუნველყოფს საკრებულოს გადაწყვეტილებების შესრულებას.“.

3. შეიცვალოს დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის საჯარო  მოსამსახურეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.“.

 4. შეიცვალოს დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით, გზითა და ამ სფეროში სხვა მომსახურების უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე           ნ. თავართქილაძე