დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 63, 13/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.136.016026 |
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №42
2010 წლის 26 ნოემბერი
დ. ხულო
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №25 დადგენილებაში (სსმ №39, 18.10.2010 წ., გვ. 75-76) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. შეიცვალოს დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა იმ წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე, როდესაც მათ უსრულდებათ 17 წელი.“.
2. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. თავართქილაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები