"რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მეტროპოლიტენი, M3 კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ" ქალაქ თბილისის მთავრობის 2009 წლის 29 მაისის N14.04.451 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მეტროპოლიტენი, M3 კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ" ქალაქ თბილისის მთავრობის 2009 წლის 29 მაისის N14.04.451 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 32.04.1499
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 02/12/2010
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 59, 03/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 310060000.37.101.016018
  • Word
32.04.1499
02/12/2010
სსმ, 59, 03/12/2010
310060000.37.101.016018
"რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მეტროპოლიტენი, M3 კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ" ქალაქ თბილისის მთავრობის 2009 წლის 29 მაისის N14.04.451 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება 32.04.1499

2010 წლი 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

„რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მეტროპოლიტენი, M3  კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ” ქალაქ თბილისის მთავრობის 2009 წლის 29 მაისის 14.04.451 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. „რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მეტროპოლიტენი, M3  კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ” ქალაქ თბილისის მთავრობის 2009 წლის 29 მაისის N14.04.451 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მეტროპოლიტენი, M3  კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით (0,2 ლარი) მგზავრობის უფლება მიეცეთ:

ა) დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული ლიცენზირებული და აკრედიტებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს;

ბ) დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული შემდეგი დაწესებულებების ყველა თანამშრომელს:

ბ.ა) ქ. თბილისის მერიის ბიუჯეტით დაფინანსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები;

ბ.ბ) საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები;

ბ.გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები;

ბ.დ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებები;

ბ.ე) ქ. თბილისის მერიის ხელოვნების სკოლები, ქართული ფოლკლორის სასახლე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი;

ბ.ვ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებები: ქ. სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო კოლეჯი და ქ. სოხუმის ალექსანდრე შერვაშიძის სახელობის სამხატვრო კოლეჯი;

ბ.ზ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებები;

ბ.თ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სპეციალიზებული დაწესებულებები (სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები, დღის ცენტრები და სათემო ორგანიზაციები);

გ) თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის, მცხეთის, გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში არსებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სკოლების მასწავლებლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ქ. თბილისში;

დ) დედაქალაქში რეგისტრირებულ ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულებსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს;

ე) დედაქალაქში რეგისტრირებულ “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ პენსიონერებს;

ვ) საქართველოს საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებს.”;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მეტროპოლიტენი, M 3  კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით (0,1 ლარი) მგზავრობის უფლება მიეცეთ “სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში” რეგისტრირებულ 70000-ზე დაბალი ქულის მქონე ქ. თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას.”;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ დადგენილების პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტით, მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი კატეგორიების პირებს, სტატუსის შეცვლის შემთხვევაში, მოეხსნათ უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით (0,2-ლარიანი და 0,1-ლარიანი) მგზავრობის უფლება.”;

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურმა: ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოს შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის” თანხების ანაზღაურება:

ა) რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მეტროპოლიტენი, M3  კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, უფასო მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე – 0,5 ლარის ოდენობით;

ბ) რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მეტროპოლიტენი, M3  კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით (0,1 ლარი) მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე – 0,4 ლარის ოდენობით;

გ) რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მეტროპოლიტენი, M3  კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით (0,2 ლარი) მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე – 0,3 ლარის ოდენობით.”.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 6 დეკემბრიდან.

ქ. თბილისის მერი                                                                          გ. უგულავა