სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა მართვის შემდგომი გამოუმჯობესების, რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის დაჩქარების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა მართვის შემდგომი გამოუმჯობესების, რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის დაჩქარების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 74
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 22/02/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9(16), 26/02/1999
სარეგისტრაციო კოდი 240.140.000.05.002.001.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
74
22/02/1999
სსმ, 9(16), 26/02/1999
240.140.000.05.002.001.
სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა მართვის შემდგომი გამოუმჯობესების, რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის დაჩქარების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/02/1999 - 19/04/1999)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №74

1999 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა მართვის შემდგომი გაუმჯობესების, რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის დაჩქარების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

„ახალ პირობებში სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და დარგობრივი სამინისტროების როლისა და დანიშნულების განმსაზღვრელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 13 სექტემბრის №603 განკარგულების შესრულებისა და სახელმწიფო ქონების ეფექტიანად მართვის მიზნით საჭიროა შეიქმნას სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა ერთიანი მონაცემების ბაზა. შემდგომში „საქართველოს ეროვნული მეურნეობის ცალკეულ დარგებში პრივატიზების განხორციელების ერთიანი გეგმის“ შესაბამისად უნდა განხორციელდეს მათი რესტრუქტურიზაცია ან პრივატიზაცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. საქართველოს სამინისტროებმა და უწყებებმა, მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა მათ მიერ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების ნუსხებისა და მათი პრივატიზების შესახებ წინადადებები ერთ თვეში წარუდგინონ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს.

2. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა და სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციამ ერთ თვეში გადასცენ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მათ ხელთ არსებული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა სიები.

3. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ უზრუნველყოს მიღებული ინფორმაციების შეჯერება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა ერთიანი მონაცემების ბაზის შექმნა.

4. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების პრივატიზების ნუსხა, „საქართველოს ეროვნული მეურნეობის ცალკეულ დარგებში პრივატიზების განხორციელების ერთიანი გეგმის“ გათვალისწინებით.

5. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ ეკონომიკის სამინისტროსა და შესაბამის სამინისტროებთან ერთად შეიმუშაოს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იმ ობიექტების შემდგომი მართვისა და რესტრუქტურიზაციის საკითხები, რომლებიც მოცემულ ეტაპზე არ დაექვემდებარებიან პრივატიზებას.

6. საქართველოს სამინისტროებმა და უწყებებმა, მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით საწარმოთა დაფუძნება განახორციელონ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე და კანონით დადგენილი წესით სასამართლოში რეგისტრაციის შემდეგ ინფორმაცია მიაწოდონ მონაცემების ბაზაში შესატანად.

ე. შევარდნაძე