დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 18 თებერვალს ხელმოწერილი შეთანხმების და 1998 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 11/02/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6(13), 17/02/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.140.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №53
1999 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 18 თებერვალს ხელმოწერილი შეთანხმების და 1998 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 18 თებერვალს ხელმოწერილი შეთანხმების და 1998 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი ოქმის ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს შეთანხმება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა გაცვლის შესახებ“ და ოქმი ამავე შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების და ოქმის დადება;
ბ) შეატყობინოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების და ოქმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები