დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დაფინანსების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/01/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 13, 04/02/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.10.003.000.153 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №19
2005 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დაფინანსების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – რაიონული სამმართველოების სამინისტროს ერთიან საფინანსო სისტემაში მოქცევის მიზნით:
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – რაიონული სამმართველოების დაფინანსება 2005 წლის 1 მარტიდან განხორციელდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (მ. სვიმონიშვილი) უზრუნველყოს:
ა) ტერიტორიული ორგანოების დაფინანსება სამინისტროსათვის 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში;
ბ) სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – რაიონული სამმართველოების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება და ტიპური დებულების დამტკიცება.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,1993-1995 წლებში საქართველოს რესპუბლიკის აგროსამრეწველო კომპლექსის კრიზისიდან გამოყვანის პროგრამის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 5 მარტის №199 დადგენილება.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები