დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 368 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 159, 06/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.016099 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №368
2010 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წელი, №58, მუხლი 501) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
კომისიის თავმჯდომარე – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
კომისიის წევრი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
კომისიის წევრი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
კომისიის წევრი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
კომისიის წევრი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე
კომისიის წევრი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე
კომისიის წევრი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის კურატორი-მინისტრის მოადგილე)
კომისიის წევრი – სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსი
კომისიის წევრი – სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე
კომისიის წევრი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი
კომისიის წევრი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი
კომისიის წევრი – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე
კომისიის წევრი – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები