პროფესიული კავშირების უფლებათა განხორციელებისათვის ხელშეწყობის შესახებ

  • Word
პროფესიული კავშირების უფლებათა განხორციელებისათვის ხელშეწყობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 31/01/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5(12), 12/02/1999
სარეგისტრაციო კოდი 040.040.000.05.002.001.
  • Word
41
31/01/1999
სსმ, 5(12), 12/02/1999
040.040.000.05.002.001.
პროფესიული კავშირების უფლებათა განხორციელებისათვის ხელშეწყობის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 41

1999 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

პროფესიული კავშირების  უფლებათა  განხორციელებისათვის ხელშეწყობის შესახებ

დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში არსებითად იზრდება პროფესიული კავშირების როლი მომუშავეთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის საქმეში.

„პროფესიული კავშირების შესახებ“, „კოლექტიური ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესახებ“, „კოლექტიური შრომითი დავების მოწესრიგების წესის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით შეიქმნა საკანონმდებლო ბაზა პროფესიული კავშირების საქმიანობისა და უფლებების უზრუნველსაყოფად.

ქვეყანაში სოციალური პარტნიორობის დასამკვიდრებლად გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 ივნისის 358 ბრძანებულება „საქართველოს შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობის მუდმივმოქმედი სამმხრივი კომისიის შესახებ“.

საქართველოში პროფესიული კავშირებისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების განხორციელებისათვის ხელშეწყობისა და სახელმწიფო მმართველობის ორგანოების პროფესიულ კავშირებთან თანამშრომლობის მიზნით:

1. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებმა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებმა, მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა და ადგილობრივი მმართველობის და სხვა სახელმწიფო ორგანოებმა გადაწყვიტონ პროფესიული კავშირების წარმომადგენელთა კოლეგიური ორგანოების მუშაობაში მონაწილეობის საკითხი.

2. საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ (თ.გაზდელიანი), ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ (ა.ჯორბენაძე), სოციალური ინვესტიციების ფონდმა (თ.ბასილია) დადგენილი წესით წარმოადგინონ წინადადებები სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის, დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის, სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის (პარიტეტულ საწყისებზე), სოციალური ინვესტიციების ფონდის მართვის ორგანოების შემადგენლობაში პროფესიული კავშირების წარმომადგენელთა შეყვანის შესახებ.

3. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიამ (პ. მამრაძე), საქართველოს სამინისტროებმა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებმა, სახელმწიფო დეპარტამენტებმა, სახელმწიფო ინსპექციებმა, მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებმა უზრუნველყონ:

ა) პროფკავშირულ აქტივთან პერიოდული შეხვედრები არსებული პრობლემების ოპერატიულად განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით;

ბ) შრომით და სოციალურ საკითხებზე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების შემუშავებაში დადგენილი წესით პროფესიული კავშირების წარმომადგენელთა მონაწილეობა;

გ) სახელმწიფო დაწესებულებათა საკონკურსო-საატესტაციო კომისიების დამტკიცებისას პროფკავშირების წარმომადგენელთა მონაწილეობის გათვალისწინება;

დ) პროფესიული კავშირების მიერ შრომის კანონმდებლობის შესრულებისადმი საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებისათვის ხელშეწყობა;

ე) საინვესტიციო პროგრამების რეალიზაციისას ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მომუშავეთა სოციალური დაცვის შესახებ პროფესიული კავშირების წინადადებათა გათვალისწინება.

4. საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან (ი.ტუღუში) ერთად პროფკავშირების წარმომადგენელთა მონაწილეობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დადგენილი წესით მოამზადოს და წარმოადგინოს წინადადებანი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებთან და რეკომენდაციებთან შეერთების შესახებ.

5. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ.უკლება) სახელმწიფო ქონების გაყიდვის პირობების შემუშავებისას გაითვალისწინოს პროფესიული კავშირების წინადადებები მომუშავეთა შრომითი და სოციალური ინტერესების დაცვის შესახებ.

6. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (ლ.ჭანტურია) საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და პროფკავშირების წარმომადგენელთა წინადადებების გათვალისწინებით მოამზადოს და მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინოს კანონპროექტი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, „პროფესიული კავშირების შესახებ“, „კოლექტიური ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესახებ“, „კოლექტიური შრომითი დავების მოწესრიგების წესის შესახებ“ საქართველოს კანონებსა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით.

7. საქართველოს შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების მომწესრიგებელმა მუდმივმოქმედმა სამმხრივმა კომისიამ უზრუნველყოს 1999 წლის 1 მარტამდე გენერალური შეთანხმების გაფორმება საქართველოს მთავრობას, მეწარმეთა გაერთიანებასა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას შორის.

8. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიამ, სამინისტროებმა, უწყებებმა, მმართველობის რეგიონალურმა და ადგილობრივმა ორგანოებმა განიხილონ 1998 წლის 11 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტთან პროფკავშირული ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრისას აღძრული საკითხები (თან ერთვის) და განხილვის შედეგები ერთ თვეში აცნობონ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას.

იმ საკითხებზე, რომლებიც მოითხოვენ მთავრობის სხდომაზე განხილვას, წარმოადგინონ შესაბამისი წინადადებები დადგენილი წესით.

9. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის შესაბამისმა სამსახურებმა, სამინისტროებმა და უწყებებმა, მმართველობის რეგიონალურმა და ადგილობრივმა ორგანოებმა წარმოადგინონ საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში ინფორმაცია გაწეული მუშაობის შესახებ 1999 წლის 1 მარტამდე.

10. ეთხოვოთ საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციას (ა. გოგელია), მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს რეგულარულად გააშუქონ სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისა და პროფესიული კავშირების ურთიერთობის აქტუალური საკითხები.

11.  ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ე. შევარდნაძე

საქართველოს პრეზიდენტთან 1998 წლის 11 დეკემბერს პროფკავშირული ორგანიზაციების  წარმომადგენლების შეხვედრის დროს აღძრული საკითხების ნუსხა

 

წინადადების ავტორი

აღძრული საკითხი

ვის დაევალა საკითხის განხილვა

1

2

3

ირაკლი ტუღუში _ საქართველოს პროფესიულ კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე

ქვეყანაში მოშლილია  აღრიცხვიანობა და კონტროლი, თუმცა მაკონტროლებელი ფუნქციებით საჭიროზე მეტი სტრუქტურებია, მათი პრაქტიკული საქმიანობა კი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს

სახელმწფო კანცელარიის ეკონომიკური სასახური

 

 

სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში არადამაკმაყოფილებელი ინფორმაციულ-ანალიტიკური მუშაობის გამო მთავრობის ეკონომიკური ბლოკი არასწორ პროგნოზს აკეთებს არსებული დავალიანებების დაფარვის შესაძლებლობების შესახებ, რითაც შეცდომაში შეყავთ როგორც მოსახლეობა, ასევე ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები;

 

ხელფასების გაცემის საქმეში მძიმე მდგომარეობაა: განათლების (მარტვილის, ოზურგეთის, ადიგენის, ახალქალაქის, თელავის და სხვა); - პროფესიული ტექნიკური განათლების (დავალიანება შეადგენს 600 ათ. ლარს); - ჯანმრთელობის დაცვის; - ენერგეტიკის (დავალიანება 13 მლნ ლარი) სისტემაში;

ფინანსთა სამინისტრო, სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო, შესაბამის სამინუსტროებსა და უწყებებთან ერთად

 

გეოლოგიის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტის საწარმოებში გაუცემელია 1997-1998 წლის ხელფასები;

– “

 

-სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის საწარმოებსა და ორგანიზაციებს არ მიუღიათ 7-8 თვის ხელფასი;

– “

 

-ს/კომპანია საქნავთობის წარმოება-დაწესებულებებში გაუცემელია 5-9 თვის ხელფასი

– “

 

-სააქციო საზოგადოება თელასის კოლექტივს ხელფასი არ მიუღია 1998 წლის მაისიდან;

– “

 

-გაცემელია ხელფასები კომუნალურ, სამშენებლო და საპროექტო დაწესებულებებში;

– “

 

მეტად მძიმე მდგომარეობაა ჭიათურმაგანუმის” ტყიბულელ მეშახტეთა, მადნეულ-სამთო -გამადიდრებელი კომბინატის, რუსთავის მეტალურგიული კომბინატის, საავიაციო ქარხნის შრომით კოლექტივებში;

– “

 

-საკურორტო ობიექტებზე ხელფასები არ მიუღიათ 6-7 თვეა;

– “

 

-შინაგან საქმეთა ორგანოებში ხელფასები არ მიუღიათ 1998 წლის ივლისიდან;

– “

 

-საქართველოს მთელ რიგ ორგანიზაციებში გაცემულია ხელფასები, დაკავებულია პროფკავშირული საწევრო ანარიცხები, მაგრამ ხაზინა დღემდე აყოვნებს პროფკავშირის კომიტეტის ანგარიშზე შესაბამისი თანხების ჩარიცხვას;

ფინანსთა სამინისტრო, ხაზინა

 

-1998 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით საპენსიო დავალიანებამ 50 მლნ ლარს გადააჭარბა, ვითარება ყველა ქალაქსა და რაიონში (გარდა თბილისის, ფოთისა და ყაზბეგის რაიონისა) უმძიმესია;

ფინანსთა სამინისტრო, სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო, მმარველობის საქალაქო და რაიონული ორგანოები

 

არადამაკმაყოფილებლად სრულდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, კერძოდ:

 

 

-საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების, ორგანიზაციების, აგრეთვე ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების მიხედვით 1998 წლის 1 იანვრისათვის არსებული ფაქტობრივი დავალიანებების დაფარვის ღონისძიებათა შესახებ (საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 30 დეკემრის 664 განკარგულება)

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

-საქართველოს ეკონომიკის შემდგომი წინსვლისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ (საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 აგვისტო 482 ბრძანებულება)

საქართველოს ფინანსთა, ეკონომიკის, სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროები

 

-საქართველოს  ჯამრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ (საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 13 აპრილის 233 ბრძანებულება)

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო

 

-უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სახელმწიფო სოციალური დახმარების შესახებ

( საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 დეკემბრის 780 ბრძანებულება)

სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო

 

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ბუნებრივი აირის სარეალიზაციო ფასის მნიშვნელოვნად (23%) გაზრდის შესახებ, ეს კიდევ ერთი დარტყმაა ისედაც გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობისათვის

ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, თბილისის მერია

 

- საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წერილები, მიმართულებები, მოთხოვნები და დაგენილებები ხშირად არ ხსენდება საქართველოს პრეზიდენტს და სახელმწიფო მინისტრს და ხშირად მათ განიხილავენ სამინისტროები და უწყებები საჭიროა პროფკავშირების გაერთიანების მიერ აღძრული საკითხები განხილულ იქნეს გაერთიანების წარმომადგენელთა მონაწილეობით

სახელმწიფო კანცელარია (ოფიციალურ დოკუმენტებზე მუშაობის განყოფილება)

 

- საჭიროა რომ პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლობა პარიტეტულ საწყისებით მონაწილეობდეს სოციალური დაზღვევის ფონდთან ერთად, სამიდიცინო სადაზღვევო კომპანიაში, დასაქმების ფონდის საბჭოში, სოციალური ინვესტიციების ფონდში

საქართველოს დაზღვევის ფონდი, სამედიცინო სადაზღვეო კომპანია, დასაქმების ფონდის საბჭო, სოციალური ინვესტიციების ფონდი

 

-  უკანასკნელ პერიოდში შექმნილი ინფლაციის გათვალისწინებით ერთობლივად უნდა შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა და შემუშავდეს და ჩამოყალიბდეს ინდექსირების ან კომპენსაციის მექანიზმი

ფინანსთა სამინისტრო, ეროვნული ბანკი

 

- საჭიროა სახელმწიფომ ან მუნიციპალიტეტმა თავის ბიუჯეტზე აღიოს რამდენიმე საავადმყოფო, წინააღმდეგ შემთხვევაში ის რაც ჯამრთელობის სფეროში ხდება, თანაც დაუფინანსებლობის  მდგომარეობაში ხალხისათვის ძნელი გადასატანია

ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო, თბილისის, ქუთაისის, ფოთის, რუსთავის მერიები

 

- მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა პროფკავშირების კუთვნილი სასახლე და თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარე შენობებს დღესაც განკარგავს თავდაცვის სამინისტრო, არის ინვენტარის დაკარგვის ფაკტებ, რის შესახებ ეცნობა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ არ ჩანს

თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო

ნინო ლაკია

მსუბუქი მრეწველობის მუ-შაკთა პროფესიული კავ-შირის საბჭოს თავმჯდომარე

- საჭიროა გაუქმდეს  საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ოქტომბრის 618 ბრძანებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ბიუჯეტური ასიგნებებიდან პროდუქციით უზრუნველყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ რადგან ამ ბრძანებულებით საწარმოებს ჩამორთმევათ ქართული ჯარისათვია პროდუქციის დამზადებისა და მიწოდების უფლება და ათასობით მუშა-მოსამსახურე დაკარგავს სამუშაო ადგილს

სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტი, სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტი

 

- საჭიროა დაჩქარდეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების გამოქვეყნება, რომელმაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამზადებს საგადასახადო დავალებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტი

 

- უნდა განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები საწარმოთა, საკუთრების ფორმის მიუხედავად, დროებით უმოქმედოდ ძირითადი საშუალებების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების  და დაუმთავრებელი კაპიტალური დაბინდებების კონსერვაციის დროებითი წესის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის 384 ბრძანებულებია შესრულებისათვის

ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო,  ქონების მართვის სამინისტრო

 

 

- მიზანშეწონილია რომ ის საწარმოები, რომლებსაც ჯერ კიდევ ერიცხებათ სოციალური დანიშნულების ობიექტები გათავისუფლდნენ ქონების გადასახადიდან

ქონების მართვის სამინისტრო, სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტი

 

- ვინაიდან ზოგიერთ საწარმოთა კაპიტალში შეცდომით შევიდა სამოქალაქო თავდაცვის ობიექტები, პრეზიდენტის ბრძანებულებით ისინი შესაბამისად ამოღებული უნდა იქნენ საწესდებო კაპიტალიდან, ეს კი გამოიწვევს აქციების შემცირებას, რაც აქციონერთა უფლების

შელახვაა საჭიროა გატარდეს სათანადო ღონისძიებები, რომ არ შეილახოს აქციონერთა უფლებები

ქონების მართვის სამინისტრო

 

- პრივატიზაციის შედეგად ძალზე დაზარალდნენ შრომითი კოლექტივები. უსახსრობის გამო მათ ხელში აქციათა საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,1-0,5%. საწარმოები იყიდება, ნადგურდება, მათი აღდგენა შეუძლებელი ხდება. იქნებ ჯობია სახელმწიფოს ხელში ჯერ კიდევ დარჩენილი  რაოდენობის აქციები სამართავად შრომით კოლექტივებს ან მრეწველობის სამინისტროს გადაეცეს

ქონების მართვის სამინისტრო

 

- მიზანშეწონილია, რომ მთავრობა დაინტერესდეს საქართველოს მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და გადამმუშავებული მრეწვწლობის სამინისტროების მიერ ქართული აბრეშუმის აღორძინებისა და განვითარების მიზნით ერთობლივად შედგენილი პროგრამით და მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება

მრეწველობის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტრო

 

- მიზანშეწონილია, რომ უცხოეთის მიერ გამოყოფილი კრედიტების გარკვეული ნაწილი უნდა მოხმარდეს ქვეყნის მრეწველობის საწარმოთა აღორძინებას და განვითარებას

ფინანსთა სამინისტრო,

მრეწვწლობის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტი

 

- საჭიროა ქვეყანაში განხორციელდეს მრეწველობისადმი პროტექციონალური დამოკიდებულება, - დასქმდება ასეული ათასობით  ადამიანი, ქართილ პრედუქციას ექნება ბაზარი

ფინანსთა სამინისტრო,

მრეწვწლობის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტი

 

- საჭიროა გადაწყდეს სამრეწველო საწარმოთა ბალანსზე მყოფი საერთო საცხოვრებელი და სამომსახურეო სახლების ბედი _ მოხდეს მათი პრივატიზაცია ან მობინადრეებზე მათი უსასყიდლოდ გადაცემა და მათზე  გავრცელდეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის 107 დადგენილების

ქონების მართვის სამინისტრო, მრეწველობის სამინისტრო

 

მე-4 მუხლი

 

ზურაბ ანთაძე

საქართველოს საავტომობი-

ლო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირის  კომიტეტის თავმჯდომარე

- საქართველოში დღეს ტრანსპორტი მუშაობს არაეფექტურად. სააქციო საზოგადოება ტრაქტების ავტოტრანსპორტი ყოველდღიურად დასაქმებულთა მხოლოდ 20%. ავტოტრანსპორტის განსახელმწიფოებრიობა მოხდა უსისტემოდ, დიდი შეცდომაა სამგზავრო ავტოსადგურების პრივატიზება, დაიკარგა ავტოტრანსპორტის მართვის, მუშაობის და საფინანსო აღრიცხვიანო-ბის მნიშვნელოვანი სახელმწიფო ბერკეტი

ქონების მართვის სამინისტრო, ტრანსპორტის დეპარტამენტი, თბილისის მერია

 

- შექმნილ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს მიკროავტობუსების უსისტემო და უკონტროლო მოძრაობა

   

 

- იგნორირებულია ქართველი გადამხდელების მონაწილეობა საერთაშორისო მარშრუტებზე, მფარველების წყალობით ამ ბაზარს ძირითადად ფლობენ თურქი, ბერძენი და სხვაქვეყნის გადამხდელები

  

 

- ქვეყანაში მოსაგვარებელია ფასების განსაზღვრისა და რეგისტრირების საკითხი

ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, ტრანსპორტის დეპარტამენტი

 

- საჭიროა ავტოტრანსპორტის დეპარტამენტი-

სადმი სათანადო დახმარება და თანადგომა სახელმწიფო დონეზე, რათა მატ შესძლონ სატრანსპორტო პროცესების მართვა

   

იმედო ნადარაია

ზუგდიდის რაიონის ს/ს ონარისჩაის აგროკომბინატის პროფკომიტეტის  თავმჯდომარე

- ჩაის კომბინატის გაყიდვის შემდეგ მასზე რიცხული ვალები დღემდე არ არის დაფარული. წარმოების მოქმედებისათვის არაფერი არ კეთდება, ამიტომ საჭიროა ქონების მართვის სამინისტრომ აქციების პაკეტი ჩამოართვას მის მფლობელს და გადასცეს სხვას

ქონების მართვის სამინისტრო, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო

თამარ სამსონაძე

ახალციხის სამეცნიერო პროფესიული სასწავლო საწარმოო ცენტრის გენე-რალური დირექტორი

- სამცხე-ჯავახეთის მხარეში მასიური ხასიათი მიიღო სიმსივნურ დაავადებამ, ავადმყოფები იღუპებიან დაავადების გამოჩენის მეოთხე დღეს. ითხოვს დახმარებას, რომ გამოიკვლიონ გამომწვევი მიზეზები

 

 

- ადიგენის, ახალციხის და ბორჯომის რაიონების საკმაოდ დიდ მონაკვეთზე დადიან თურქეთიდან მომავალ მძიმე

 

 

თაობაზე და ერთობლივად შემუშავდეს ღონისძიებები ამ საკითხში გარკვეულობის შეტანის მიზნით

 

 

მთავრობის სხდობაზე განხილული იქნას საკითხი საქართველოში ენერგეტიკოსის დღის დაწესების შესახებ (სავარაუდოდ 10 სექტემბერი, ზაჰესის საფუძველის ჩაყრის დღე).

სათბობენერგეტიკის სამინისრტო

 

განხილულ იქნას საკითხი მუნიციპალური ენერგოკომპანიების გამსხვილებისა და გამსხვილებული ენერგოკომპანიების პრივატიხაციამდე მათი სათბობენერგეტიკის სამინისტროსათვის დაქვემდებარების მიზანშეწონილობის შესახებ.

სათბობენერგეტიკის სამინისრტო,

ქონების მართვის სამინისტრო

 

განხილულ იქნას სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტიდან ბოლო წინადადება მინიმალური ხელფასების მოტივიზაციის საერთოდ ამოღების შესახებ, რათა ენერგეტიკოსებსუსასყიდლოდ გადაეცეთ მთელი საწესდებო კაპიტალის 10% აქციები, რომ მათ ფაქტობრივად შეძლონ ობიექტების მართვეში მონაწილეობა.

სათბობენერგეტიკის სამინისრტო,

ქონების მართვის სამინისტრო

 

განხილულ იქნა ენერგეტიკოსთა მოთხოვნა, ენერგეტიკოსებთან შეთანხმების გარეშე გასხვისებული ბაკურიანის დასასვენებელი ბაზის ენერგეტიკოსებისათვის დაბრუნების თაობაზე.

სათბობენერგეტიკის სამინისრტო,

ქონების მართვის სამინისტრო

 

შესწავლილ იქნას საკითხი სამამულო ელექტრო-ტექნიკური მრეწველობის პოტენციალის ქართულ ენერგეტიკაში აქტიურად გამოყენების და მათი ამ გზეთ დატვირთვის გრძელვადიანი პრიგრამის შემუშავებისმიზნით.

სათბობენერგეტიკის სამინისრტო

გიორგი კერესელიძე მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის საბჭოს თავმჯდომარე

სამედიცინო დაწესებულებების პრივატიზაცია თითოეული დაწესებულების შრომითი კოლექტივის შეგნებული თანხმობით უნდა მოხდეს, მაკონტროლებელი პროფკავშირი უნდა იყოს.

ქონების მართვის სამინისტრო,

ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო

 

აუცილებელია ამბილატორია-პოლიკლინიკის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანა.

ფინანსთა სამნისტრო, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო

 

დაძაბული სიტუაციაა კლინიკურ ბაზაზე არსებული კათედრების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებას ეხება: მეცნიერმუშაკთა მცირე ხელფასები არ შეესაბამება მათ გაწეულ შრომას - სამეცნიერო საქმიანობის გარდა ისინი სამკურნალო საქმიანობასაც ეწევიან და ცხადია, შრომის ანაზღაურებასაც ითხოვენ. კათედრა ფიქსირებული ხელფასით უნდა მუშაობდეს.

ფინანსთა სამინისტრო, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო

 

სამედიცინო დაწესებულებების ბანკებთან ურთიერთობაგართულებულია. ბანკში შესული ჯანდაცვისათვისრიცხული თანხების ჯანდაცვისფონდში გადარიცხვა 3-4 და მეტი თვე ჭიანურდება.

ეროვნული ბანკი

 

მიგვაჩნია, რომ ჯანდაცვისათვის გათვალისწინებული თანხა, პირდაპილ გადარიცხული იქნას ჯანდაცვის ფონდში.

ეროვნული ბანკი

 

არ სრულდება თამბაქოს და ალკოჰოლოს ბიზნესიდან ჯანდაცვის ფონდში თანხის გადმორიცხვა, რაც დაკანონებულია.

ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტი

 

ჩაშლილია სასკოლო სამედიცინო დახმარება. საჭიროა სასკოლო მედიცინა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდეს

ფინანსთა სამინისტრო, განათლების სამინისტრო, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო

 

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სამედიცინო აკადემია, მედიცინის მეცნიერების უდიდესი კერა თავისი ფორმით, შინაარსით, ტრადიციით მიგვაჩნია, რომ იგი უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ფინანსთა სამინისტრო, სანმრთელობის დაცვის სამინისტრო

 

მედიცინის მუშაკის ხელფასის ყველაზე მინისმალური რაოდენობა უნდა უტოლდებოდეს ქვეყანაში მიღებულ საშუალო ხელფასის დონეს.

შედა სტანდარტებიდან შემოსული თანხის უმეტესი ნაწილი 50% მაინც, ხელფასის ფონდში უნდა ირიცხებოდეს და არა გადასახადებისა და დაწესებულების კეთილმოწყობაში. ჯანდაცვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, მედიცინის მუშაკთა შრომის პირობების და შრომის ანაზღაურების გაუმჯობესება, რეფორმის შეფასების ერთ-ერთი პირველი კრიტერიუმია.

ფინანსთა სამინისტრო, სანმრთელობის დაცვის სამინისტრო

როსტომ ცხვედიანი ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს პროფკომიტეტის თავმჯდომარე

რესპუბლიკურ საავადმყოფოს სხვადასხვა პროგრამებით მისაღები აქვს 662000 ლარი (მათ შორის ფედერალური 250000 ლარი, მუნიციპალური - 130000 ლარი, წვევამდელთა მომსახურების 28000 ლარი, ზუგდიდის მოვლენებთან დაკავშირებით - 7000 ლარი, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსტან ინდივიდუალური წერილებით - 80000 ლარი, რაიონებიდან მუნიციპალური ოროგრამებით - 95000 ლარი. გასული წლების დავალიანება 71000 ლარი.)

ფინანსთა სამინისტრო, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო

 

მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია ქ. ფოთოს ბავშვთა პოლიკლინიკის პრივატიზება.

ქ. ფოთის მერია, ქონების მართვის სამინისტრო, ჯანმრთელობის დაცვის  სამინისტრო

 

მიზანშეწონილად მიგვაჩნია განხილულ იქნეს საკითხი უფასო სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების თაობაზე.

ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ყველა დიდ რეგიონში დაფუძნდეს ერთი უფასო სომატური საავადმყოფო უმწეოებისათვის.

მმართველობის ადგილობრივი ორგანოები, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო.

კოლექტიური ზუგდიდის ცენტრალური საავადმყოფო

საავადმყოფოს პერსონალის უფლების დაცვის მიზნით მიზანშეწონილია საავადმყოფოს პრივატიზაცია გატარდეს დევნილთა დაბრუნებამდე.

ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, ქონების მართვის სამინისტრო, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო,  

ქ. ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის მერია

კოლექტიური ახალციხის 5 საშუალო სკოლა

აუცილებელია გაუმჯობესდეს სკოლის მატერიალური ბაზა და გადაწყდეს პედაგოგთა ხელფასების დავალიანების დაფარვის საკითხი.

განათლების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, ახალციხის რაიონის გამგეობა.