დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 116/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 159, 06/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016031 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №116/ნ
2010 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით (სსმ III, 04.06.2008, №80, მუხ. 864) დამტკიცებულ წესდებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) წესდების 25-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “ზ1” ქვეპუნქტი:
„ზ1) იღებს გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის მიერ კერძო სამართლის სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ.”;
ბ) წესდების 65-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 65. უნივერსიტეტის ეკონომიკური საქმიანობა
1. უნივერსიტეტი – შეიძლება ეწეოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ამასთან, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, უნივერსიტეტი არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე.
2. უნივერსიტეტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით, აფუძნებს კერძო სამართლის სამეწარმეო (კომერციულ) და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს.”.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები