დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტისათვის მოსწავლე ახალგაზრდობის მუზეუმის გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 27/01/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4(11), 05/02/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.040.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №31
1999 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტისათვის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუზეუმის გადაცემის შესახებ
საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის საქმიანობის სრულყოფილად განხორციელების მიზნით:
1. საქართველოს განათლების სამინისტროს სკოლისგარეშე დაწესებულება მოსწავლე-ახალგაზრდობის ისტორიის მუზეუმი გადაეცეს გამგებლობაში საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტს.
2. შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის №281 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს განათლების სამინისტროს დებულებაში და აღნიშნული დებულების მე-5 თავში განათლების სამინისტროს სისტემაში არსებული დაწესებულებების ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნეს მოსწავლე-ახალგაზრდობის ისტორიის მუზეუმი.
3. შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის №255 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში:
ა) III თავის მე-10 მუხლის „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თანამშრომლებს, საქვეუწყებო დაწესებულების“… შემდეგ, როგორც ტექსტშია;
ბ) III თავის მე-10 მუხლის „ვ“ პუნქტის ბოლოს დაემატოს: „ამტკიცებს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას“;
გ) VII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ VII. დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულებები“.
33. დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულებაა მოსწავლე-ახალგაზრდობის ისტორიის მუზეუმი;
დ) შესაბამისად დაინომროს VII თავი VIII თავად, ხოლო 33 პუნქტი - 34 პუნქტად.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ.ონოფრიშვილი) შეიტანოს შესაბამისი ცვლილება საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტში.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები