დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბრის №62 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 73 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 63, 13/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110000.35.154.016031 |
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №73
2010 წლის 3 დეკემბერი
დ. თიანეთი
„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბრის №62 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1
„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბრის №62 დადგენილების დანართ 1-ში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები, კერძოდ:
1. მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ. უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას/ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (რომელთა გადახდაც უნდა მოხდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ მითთითებულ ანგარიშზე);“;
ბ) მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისათვის მოწყობილ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის ცალ-ცალკე.“;
გ) მე-4 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მონაწილეს უფლება აქვს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს დაუკავებლად უარი თქვას აუქციონში მონაწილეობაზე მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.“.
2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ მყიდველი პირობების გარეშე გამოცხადებულ აუქციონში დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების გამოსასყიდ თანხას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე არ დაუბრუნდება.“.
3. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში საკუთრების მოწმობა გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით თუ გამარჯვებული პირი დათქმულ ვადაში არ გადაიხდის საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულ პირს გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე არ უბრუნდება.“.
4. მე-5 მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი ფორმებით:
ა) აღნაგობა;
ბ) უზუფრუქტი;
გ) ქირავნობა;
დ) იჯარა;
ე) თხოვება;
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმები.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები, წესი და ქონებით სარგებლობის ქირის ოდენობა განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, „სამოქალაქო კოდექსით“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195-ე მუხლის შესაბამისად.“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. წიკლაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები