დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქ. თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის ღონისძიებათა განმსაზღვრელი უწყებათაშორისი კომისიისა და დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 11 აგვისტოს №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/01/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 13, 04/02/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/07/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.030.10.003.000.152 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №18
2005 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
,,ქ. თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის ღონისძიებათა განმსაზღვრელი უწყებათაშორისი კომისიისა და დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 11 აგვისტოს №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ქ. თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის ღონისძიებათა განმსაზღვრელი უწყებათაშორისი კომისიისა და დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 11 აგვისტოს №67 დადგენილების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს ქ. თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის ღონისძიებათა განმსაზღვრელი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ჭიაბერაშვილი – ქ. თბილისის მერი, კომისიის თავმჯდომარე
ლაშა გოცირიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ეკატერინე გურეშიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
ნიკოლოზ ვაჩეიშვილი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
გიორგი იმნაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე
კახა კობერიძე – საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე
ზურაბ მიქაძე – ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსი
ვაჟა პეტრიაშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე
თეიმურაზ სამადაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
კონსტანტინე ქავთარაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე”.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები