„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს წარმომადგენლის საბაჟო საკითხებში და მისი აპარატის მოსამსახურეების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"

  • Word
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს წარმომადგენლის საბაჟო საკითხებში და მისი აპარატის მოსამსახურეების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/04/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 10/05/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.44.012.004235
  • Word
33
28/04/2000
სსმ, 41, 10/05/2000
000000000.44.012.004235
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს წარმომადგენლის საბაჟო საკითხებში და მისი აპარატის მოსამსახურეების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 440.012.004.235

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

 2000 წლის 28 აპრილის და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის

2000 წლის 5 მაისის

ერთობლივი ბრძანება 33-73

საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებთან საბაჟო ურთიერთობების შემდგომი მოწესრიგებისა და განვითარების, უკონტროლო ტვირთბრუნვის აღკვეთის, იმპორტირებული, ტრანზიტული, და ექსპორტირებული ტვირთის ტრანსსასაზღვრო ბრუნვის აღრიცხვიანობის გაუმჯობესების, მისი დაბეგვრის სფეროში მოქცევის, საბაჟო ორგანოების ეფექტური მუშაობისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიღების და ამ მიმართულებით საქართველოს საგარეო საქმეთა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, ვბრძანებთ:

1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს წარმომადგენელი საბაჟო საკითხებში თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საბაჟო სამსახურის უფროსი მრჩეველი ბ-ნი ზურაბ შარეიძე წარიგზავნოს თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის შემადგენლობაში გრძელვადიანი სამუშაო მივლინებით დესპანის დიპლომატიურ თანამდებობაზე, საბაჟო საკითხებში უფროსი მრჩევლის (შემდგომში უფროსი მრჩეველი”) სახით;

2. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს წარმომადგენლის საბაჟო საკითხებში თანაშემწე თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საბაჟო სამსახურის III კლასის ინსპექტორი, ბ-ნი ნუგზარ ტყეშელიაძე წარიგზავნოს თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის შემადგენლობაში გრძელვადიანი სამუშაო მივლინებით, ატაშეს (შემდეგში ატაშე”) სახით;

3. დაევალოს უფროს მრჩეველსა და ატაშეს, თავის საქმიანობაში იხელმძღვანელონ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულებებით, საბაჟო საკითხებში წარმომადგენლობის შესახებ დებულებითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით;

4. დაევალოს უფროს მრჩეველს, მასზე დაკისრებული ფუნქციები განახორციელოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მიმართ ადმინისტრაციული დაქვემდებარებით, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაური ოპერატიული დაქვემდებარებითა და ხელმძღვანელობით;

5. დაევალოს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას თურქეთის რესპუბლიკაში, უზრუნველყოს უფროსი მრჩევლისა და ატაშეს დიპლომატიური აკრედიტაცია და პოლიტიკური მხარდაჭერა;

6. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის ხარჯზე გამოყოფილ იქნეს ასიგნება, უფროსი მრჩევლისა და ატაშეს შენახვისათვის, არანაკლებ იმ ნორმატივებისა, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი კატეგორიის თანამშრომლებისათვის;

7. დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს, გასცეს უფროსი მრჩევლის (ზ.შარეიძე) და ატაშეს (ნ.ტყეშელიაძე) სახელზე საქართველოს დიპლომატიური პასპორტები;

8. უფროსი მრჩევლისა და ატაშეს სამუშაო მივლინების ვადა განისაზღვროს დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის №2138 კანონის შესაბამისად;

9. დამტკიცდეს ინსტრუქცია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს წარმომადგენლის საბაჟო საკითხებში და მისი აპარატის მოსამსახურეების შესახებ”:

დანართი: 3 გვერდზე:

ი. მენაღარიშვილი

მ. მაჭავარიანი

ინსტრუქცია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს წარმომადგენლის საბაჟო საკითხებში და მისი აპარატის მოსამსახურეების შესახებ

1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს წარმომადგენლები საბაჟო საკითხებში (შემდგომში წარმომადგენლები”) წარიგზავნებიან საზღვარგარეთ სამუშაოდ, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის შემადგენლობაში, უცხოეთის ქვეყნებთან მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე.

2. წარმომადგენლების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს საქართველოსა და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საბაჟო ორგანოებს შორის მუდმივი სამუშაო კონტაქტების განხორციელება; უკონტროლო ტვირთბრუნვის აღკვეთისა და მისი დაბეგვრის სფეროში მოქცევის მიზნით, ქვეყანაში იმპორტირებული ტრანზიტული და ექსპორტირებული ტვირთის, სტრატეგიული ნედლეულის, საქონლისა და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების ტრანსსასაზღვრო ბრუნვის შესახებ რეალური ინფორმაციის მოპოვება და შესაბამისი ორგანოებისათვის ოპერატიულად მიწოდება; მოპოვებული ინფორმაციის საფუძ-ველზე შედარებითი ანალიზის ჩატარება და სტატისტიკის წარმოება; ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვისა და საქართველოდან კულტურული ფასეულობების გატანის აღკვეთის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება; საგადასახადო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისათვის ხელშეწყობა; ადგილსამყოფელი ქვეყნის საბაჟო და საგადასახადო სამსახურების გამოცდილების შესწავლა, წინადადებების მომზადება საბაჟო კანონმდებლობის უნიფიცირებისა და საბაჟო პროცედურების გამარტივების მიზნით; საქართველოს მეწარმეებისათვის, ბიზნესმენებისათვის ინფორმაციის მომზადება ადგილსამყოფელ ქვეყნებში არსებული საბაჟო-საგადასახადო პოლიტიკის, კანონმდებლობის, ტარიფებისა და სასაქონლო ნომენკლატურის შესახებ, უცხოელი ბიზნესმენებისათვის ანალოგიური ინფორმაციის მიწოდება საქარ-თველოში მოქმედი საბაჟო-საგადასახადო კანონმდებლობის შესახებ და სხვა.

3. წარმომადგენლები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებში წარიგზავნებიან დადგენილი წესით, შემდეგ პირობებზე:

3.1. წარმომადგენელი ადმინისტრაციულად ექვემდებარება საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს, ხოლო ოპერატიულად – საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურს.

3.2. წარმომადგენლის კონკრეტულ დიპლომატიურ დაწესებულებებში მივლინებით წარგზავნის შესახებ შეთანხმებულ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო, და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიმღები ქვეყნის საბაჟო ან სხვა ორგანოებთან შეთანხმებების საფუძველზე.

4. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო წარმომადგენლებს არჩევს თავისი თანამშრომლებიდან, რომლებსაც აქვთ მაღალი პროფესიული მომზადება, საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მუშაობის ჩვევები, ფლობენ ადგილსამყოფელი ქვეყნის ან ინგლისურ ენას.

5. სამუშაო ადგილზე გამგზავრების წინ წარმომადგენლები გადიან ორთვიან სტაჟირებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ და ფუნქციონალურ ქვედანაყოფებში, ამასთან მათ უნარჩუნდებათ ხელფასი თავიანთ ძირითად სამუშაო ადგილზე.

6. თავიანთ საქმიანობაში წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დებულებებით და სხვა ნორმატიული აქტებით.

7. წარმომადგენლები თავიანთ საქმიანობას წარმართავენ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ზოგადი ოპერატიული და საინფორმაციო ამოცანების, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მითითებების, რეკომენდაციებისა და ორიენტირების გათვალისწინებით.

8. წარმომადგენლები თავიანთი საქმიანობის შესახებ აწვდიან ინფორმაციას საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას.

9. წარმომადგენლებს, დადგენილი წესის შესაბამისად, აქვთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების განკარგულებაში არსე-ბული კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის გადაცემის ნებისმიერი საშუალების გამოყენების უფლება.

10. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უგზავნის თავისი წარმომადგენლების თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატების შესახებ დოკუმენტებს შესათანხმებლად, გამგზავრებისათვის საჭირო დოკუმენტების გასაფორმებლად და საზღვარგარეთის პასპორტების გასაცემად.

11. წარმომადგენლების გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ვადა შეადგენს 3 წელს, ვადის 6 თვით გაგრძელების შესაძლებლობით, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. გრძელვადიანი სამუშაო მივლინება შეიძლება შეწყვეტილ იქნეს ვადაზე ადრე საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.

12. გრძელვადიანი სამუშაო მივლინებიდან დაბრუნებული თანამშრომლების შრომითი მოწყობა ეკისრება საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს.

13. საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტი გამოყოფს ასიგნებებს წარმომადგენლის შენახვისათვის, მისი თანამდებობის შესაბამისად, საცხოვრებელი შენობების არენდის, შეძენისა და ექსპლუატაციის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენისა და ექსპლუატაციის, საკომუნიკაციო არხების გამოყენების ხარჯების ანაზღაურების, აგრეთვე ავეჯისა და ინვენტარით უზრუნველყოფისათვის წინასწარ გაანგარიშებული ხარჯებიდან გამომდინარე, არანაკლები, ვიდრე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი კატეგორიის თანამშრომლებისათვის გათვალისწინებული ნორმატივების მიხედვით.