შემოწმების წესში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ"

  • Word
შემოწმების წესში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
მიღების თარიღი 19/11/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 138, 30/11/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.12.005.006.870
  • Word
53
19/11/2004
სსმ, 138, 30/11/2004
010.220.020.12.005.006.870
შემოწმების წესში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ"
საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.12.005.006.870

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის

დადგენილება 53

2004 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

შემოწმების წესში� ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ� საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა განსახორციელებლად, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2003 წლის 5 თებერვლის №31 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ნაწ. III, 12.02.2003წ., №11, მუხ.104) დამტკიცებულ შემოწმების წესში� ცვლილებისა და დამატების შეტანის მიზნით, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ� საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ა� ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია ადგენს:

��� მუხლი 1

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2003 წლის 5 თებერვლის №31 დადგენილებით დამტკიცებულ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ნაწ. III, 12.02.2003წ., №11, მუხ.104) შემოწმების წესში� შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

1. ეს წესი შემუშავებულია ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ� საქართველოს კანონის (შემდგომში � კანონი) 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ს) ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე; კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის, 52-ე და 55-ე მუხლების, ხოლო 56-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით � ასევე არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ� საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მოთხოვნათა შესასრულებლად; ნორმატიული აქტების შესახებ�, სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ� და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ� საქართველოს კანონების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა� და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის� 239-ე მუხლის 26-ე ნაწილისა და 2092 მუხლით კომისიისათვის მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად და განსაზღვრავს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის (შემდგომში � კომისია�) მიერ ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთა შემოწმებასთან დაკავშირებულ საკითხებს.�.

2. მე-2 მუხლის გ� ქვეპუნქტს დაემატოს გ.გ)� ქვეპუნქტი:

გ.გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ� საქართველოს კანონისა და მის შესაბამისად გამოცემული ნორმატიული აქტების ისეთი მოთხოვნების დარღვევა, რომლის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია განახორციელოს კანონით განსაზღვრული ქმედებანი.�.

��� მუხლი 2

წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე� მ. ჯიბუტი