დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1998 წლის 8 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 13/01/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4(11), 05/02/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.140.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №7
1999 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1998 წლის 8 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმებების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1998 წლის 8 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმებების ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს შეთანხმებები „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკურ და ფინანსურ დარღვევებთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ და „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების 1-ლ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების დადება;
ბ) შეატყობინოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების 1-ლ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები