"სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

  • Word
"სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 222
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 02/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 158, 03/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.016045
  • Word
222
02/12/2010
სსმ, 158, 03/12/2010
170040000.22.027.016045
"სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 222

2010 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში დამატების  შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

    მუხლი 1

 „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით (სსმ ІІІ, 2010 წ., №33, მუხ. 517) დამტკიცებული ინსტრუქციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) იმ გარიგების შინაარსი, რომელიც არის საეჭვო „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის თანახმად ან/და გარიგების თანხა აღემატება 30.000 ლარს, აგრეთვე ასეთი გარიგების საგნის დეტალური აღწერა;“.

    მუხლი 2

 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი