დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სააქციო საზოგადოება ,,თელასის" აქციათა 75 პროცენტის პრივატიზების შედეგად მიღებული თანხის განაწილების შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 720 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 29/12/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 24, 31/12/1998 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240.060.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №720
1998 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
სააქციო საზოგადოება „თელასის“ აქციათა 75 პროცენტის პრივატიზების შედეგად მიღებული თანხის განაწილების შესახებ
საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტით 1998 წლის დეკემბერში განსაზღვრულ გადაუდებელ ღონისძიებათა დაფინანსების საკითხების გადაწყვეტის უზრუნველსაყოფად სააქციო საზოგადოება „თელასის“ აქციათა 75 პროცენტის პრივატიზების შედეგად საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალურ გამანაწილებელ ანგარიშზე მიღებული შემოსავლიდან საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის გადასაცემი (2 პროცენტი) თანხის გამოკლების შედეგად დარჩენილი თანხიდან საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში მიიმართოს 75 პროცენტი და ქ. თბილისის ბიუჯეტში – 25 პროცენტი.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები