შპს კომერციული ბანკი "იბერიაბანკის" ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე

  • Word
შპს კომერციული ბანკი "იბერიაბანკის" ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1238
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 30/11/2010
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 86, 07/12/2010
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
1238
30/11/2010
სსმ, 86, 07/12/2010
შპს კომერციული ბანკი "იბერიაბანკის" ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №1238

2010 წლის 30 ნოემბერი   

ქ. თბილისი                                           

შპს კომერციულ ბანკ „იბერიაბანკის“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15, 49-ე და 67-ე მუხლების, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის    მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის        11 ივლისის №159 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის“ თანახმად:

1. შეწყდეს შპს კომერციულ ბანკ ,,იბერიაბანკის“ ლიკვიდაციის პროცესი;

2. შპს კომერციული ბანკი ,,იბერიაბანკი“ ამოღებულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის სათანადო რეესტრიდან;

3. განკარგულება წარედგინოს შესაბამის საჯარო რეესტრს შპს კომერციულ ბანკ ,,იბერიაბანკის“ ლიკვიდაციის რეგისტრაციისა და მისი სამეწარმეო რეესტრიდან ამოსაღებად;

4. განკარგულება 10 დღის ვადაში წარედგინოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

5. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6).

6. ეს განკარგულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    ო. ნადარაია