დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სახელმწიფო კომპანია ,,საქენერგოს" ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათ შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 719 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 29/12/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 24, 31/12/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 300.390.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №719
1998 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო კომპანია „საქენერგოს“ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წინაშე სახელმწიფო კომპანია „საქენერგოს“ ფინანსური ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად:
1. 1998 წლის დეკემბრის თვის ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების პროცესში დამატებით მიღებული სახსრებიდან მიეცეს სახელმწიფო კომპანია „საქენერგოს“ უპროცენტო სესხი 1303088,20 აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში 6 თვის ვადით.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) უზრუნველყოს სახელმწიფო კომპანია „საქენერგოსთან“ სასესხო ხელშეკრულების გაფორმება. სესხად გასაცემი თანხის მოცულობა განისაზღვროს ლარებში და აშშ დოლარებში, სესხის გაცემის დღისათვის არსებული ოფიციალური კურსით, ხოლო სესხის დაფარვა მოხდეს ეროვნულ ვალუტაში დაფარვის დღისათვის აშშ დოლარსა და ლარს შორის არსებული ოფიციალური კურსით.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები