დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე 1998 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 717 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 28/12/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 2(9), 28/01/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.250.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №717
1998 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე 1998 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ
1. „საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საწარმოთა საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი გადახდისუნარიანობის ამაღლების მიზნით 1998 წლის 1 სექტემბრიდან რესტრუქტურიზებულ იქნეს სააქციო საზოგადოებებზე: „ბამბის ნართი“, მზიური“, თბილაბრეშუმი“ ცისარტყელა“, „ელექტრომექანიკოსი“, „ლელო”, „კოლხური აბრეშუმი“, „სხმული“ და „კამვოლნართი“, ქარხანა „ელექტროშედუღებაზე“, სახაზინო საწარმო „ორიონზე“, მცირე სიმძლავრის ელექტრონული მანქანების ტექნოლოგიის, სამეცნიერო საკვლევ, საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტ „მეტსზე“, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებზე: „განთიადი“ და „ჯორჯიან მინერალ ვოთერს-GMW“-ი 1998 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებები დანართის შესაბამისად.
2. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები