„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორის უფლებამოსილებების, შერჩევის და სამსახურის გავლის პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 10 სექტემბრის №718 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 884
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 159, 06/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 30/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.016060
  • Word
884
01/12/2010
სსმ, 159, 06/12/2010
010320040.22.033.016060
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორის უფლებამოსილებების, შერჩევის და სამსახურის გავლის პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 10 სექტემბრის №718 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №884

2010 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორის უფლებამოსილებების, შერჩევის და სამსახურის გავლის პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 10 სექტემბრის №718 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორის უფლებამოსილებების, შერჩევის და სამსახურის გავლის პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 10 სექტემბრის №718 ბრძანებით (სსმ III, 10.09.2010, №115, მუხლი 1725) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6.

სტაჟიორთა კონკურსს აცხადებს სამსახურის უფროსი, რისთვისაც ის ქმნის სტაჟირების კომისიას (შემდგომში – კომისია), განსაზღვრავს კომისიის შემადგენლობას და ნიშნავს კომისიის თავმჯდომარეს.“.

2. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სტაჟიორთა კონკურსის პროგრამას და გავლის წესს ამტკიცებს სამსახურის უფროსი.“.

3. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ტესტირების გამსვლელ ქულას ამტკიცებს სამსახურის უფროსი ტესტირების დაწყებამდე ან ტესტირების დასრულების შემდეგ.“.

4. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17.

სტაჟიორთა კონკურსის პირველი და მეორე (ტესტირების) ეტაპების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო სამუშაო დღის 18 საათამდე კომისია იღებს კანდიდატთა პრეტენზიებსა და საჩივრებს.“.

5. მე-20 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ (განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, სამსახურის უფროსის ბრძანებით, სტაჟირების ვადის გასვლამდე) სტაჟიორთან გასაუბრებას და შეფასებას ახორციელებენ სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) უფლებამოსილი თანამდებობის პირები, რომლებიც გასაუბრების შედეგებს აწვდიან სამსახურის უფროსს.“.

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის სერტიფიკატი და ირიცხება სამსახურის რეზერვში.“.

6. 28-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი