დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 17 ივლისის №163/01-№451 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 168/01 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 30/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 95, 31/07/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/02/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.013354 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.013.354
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №168/01-№499
2009 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 17 ივლისის №163/01-№451 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებთ:
მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 17 ივლისის №163/01-№451 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, 22.07.09, №90, მუხ. 953) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ერთი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულებაა 1000 ლარი.“;
2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. აუქციონის გამოცხადებისას ფინანსთა სამინისტრო განსაზღვრავს ემისიის აუქციონის თარიღს, გასაყიდად გამოტანილი სახაზინო ვალდებულებების რაოდენობას და დაფარვის თარიღს.“;
3. მე-6 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 11 პუნქტი:
„11. აუქციონზე მიღებული განაცხადები ეგზავნება ფინანსთა სამინისტროს, რომელიც ინფორმაციის მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში უგზავნის ეროვნულ ბანკს შეტყობინებას აუქციონის განაკვეთის დონის შესახებ.“;
4. მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საჭიროების შემთხვევაში, პროპორციული განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, გასაყიდად გამოტანილი ფასიანი ქაღალდების რაოდენობა გაიზრდება ან შემცირდება აუქციონის პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გ. ქადაგიძე
ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები