საქართველოში სტაბილური იზოტოპების წარმოების შემდგომი განვითარების შესახებ

  • Word
საქართველოში სტაბილური იზოტოპების წარმოების შემდგომი განვითარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 688
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 14/12/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2(9), 28/01/1999
სარეგისტრაციო კოდი 300.240.000.05.002.001
  • Word
688
14/12/1998
სსმ, 2(9), 28/01/1999
300.240.000.05.002.001
საქართველოში სტაბილური იზოტოპების წარმოების შემდგომი განვითარების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №688

1998 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოში სტაბილური იზოტოპების წარმოების შემდგომი განვითარების შესახებ

საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესების დაცვის, ეროვნული ეკონომიკის სხვადასხვა დარგში მაღალი ტექნოლოგიების დანერგვის, სტაბილური იზოტოპების წარმოების შემდგომი განვითარების, საერთაშორისო ბაზარზე მოპოვებული პოზიციების განმტკიცებისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით:

1. დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა „იზოტოპი“.

2. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა) ყოველმხრივ შეუწყოს ხელი ქვეყანაში სტაბილური იზოტოპების წარმოების, როგორც სახელმწიფო პრიორიტეტული დარგის, განვითარებას.

3. იზოტოპების წარმოებისა და გამოყენების შემდგომი განვითარება განხორციელდეს ირაკლი გვერდწითელის სახელობის სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტის ბაზაზე.

4. ირაკლი გვერდწითელის სახელობის სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტის ტექნოლოგიების, საავტორო უფლებების, სახელმწიფო საიდუმლოებების, საწარმოო ობიექტებისა და ტერიტორიის დაცვა ინსტიტუტის დირექციასთან (თ. აბზიანიძე) თანამშრომლობით უზრუნველყონ საქართველოს უშიშროების სამინისტრომ (ვ. ქუთათელაძე), შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. თარგამაძე) და თბილისის მერიამ (ი. ზოდელავა)

5. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება) არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, დადგენილი წესით განიხილონ და გადაწყვიტონ ირაკლი გვერდწითელის სახელობის სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტის სახაზინო საწარმოდ ჩამოყალიბების საკითხი.

ინსტიტუტს, როგორც სახაზინო საწარმოს, ნება დაერთოს კანონის შესაბამისად უცხოური ფირმების მონაწილეობით შექმნას კონცერნი ,,იზოტოპი“.

6. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ქვეყნის 1999 წლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატურ გეგმაში გაითვალისწინოს ირაკლი გვერდწითელის სახელობის სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტის მიერ შემუშავებული ორწლიანი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა ,,იზოტოპი“, რომლის საერთო ღირებულება 1500000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი.

7. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარდგენილი საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით მიზნობრივი პროგრამა ,,იზოტოპის“ რეალიზაციისათვის გათვალისწინებულია 697,2 (ექვსას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ორასი) ლარის გამოყოფა.

ე. შევარდნაძე