დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაწესების შესახებ" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 7 მარტის № 25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 59 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 60, 07/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.169.016030 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №59
2010 წლის 30 ნოემბერი
ქ. დედოფლისწყარო
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაწესების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 7 მარტის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაწესების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 7 მარტის №25 დადგენილების 1-ლი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში და დადგენილების 1-ლი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე კვარტალში – 15000 ლარი, ხოლო თითოეულ სათამაშო აპარატზე კვარტალში – 1500 ლარი;
ბ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე კვარტალში – 4000 ლარი.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. დადგენილების გასაჩივრება შეიძლება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ. დედოფლისწყარო, კიკვიძის ქ.№2) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე ლ. ბაღაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები