“საჯარო რეესტრის დამტკიცების შესახებ”

“საჯარო რეესტრის დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 74
დოკუმენტის მიმღები ფინანსთა სამინისტრო
მიღების თარიღი 21/07/2000
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 74, 18/08/2000
სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.342
74
21/07/2000
სსმ, 74, 18/08/2000
010.012.004.342
“საჯარო რეესტრის დამტკიცების შესახებ”
ფინანსთა სამინისტრო

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.342

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №74

2000 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო რეესტრის დამტკიცების შესახებ

1. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 35-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საჯარო რეესტრის თანდართული ფორმა.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს (ქ. ახალკაცი).

3. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კოორდინაცია განახორციელოს სამინისტროს აპარატის უფროსმა (ლ. ჭიჭინაძე).

4. აფხაზეთის და აჭარის ფინანსთა სამინისტროებმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებმა განსაზღვრონ საჯარო მოხელე, რომელსაც დაევალება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

5. საჯარო ინფორმაციის გაცნობა და საჯარო ინფორმაციის ასლის გაცემა მოხდეს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 36-38-ე მუხლებით დადგენილი წესით.

6. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის აუცილებელი ანაზღაურება განხორციელდეს ინფორმაციის მომთხოვნი პირის ხარჯზე.

7. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ლ. ძნელაძეს.

8. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი

დანართი

საჯარო  რეესტრი

 

საჯარო ინფორმა-

ციის დასახე-

ლება

საჯარო ინფორმა-

ციის მიღების თარიღი

საჯარო ინფორ-

მაციის რეესტრში შეტანის თარიღი

პირის დასახე-

ლება, რომლი-

სგანაც შემოვი-

და ან რომელ-

საც გაე-

გზავნა ინფორ-

მაცია

პირი, რომელ-

მაც მოითხო-

ვა ინფორ-

მაცია

ინფორ-

მაციის გაცემის თარიღი

ინფორმა-

ციის გაცემაზე პასუხისმგე-

ბელი პირი

შენიშ-

ვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

 

საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების გრიფი