დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 აპრილის №19 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/01/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 10, 28/01/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/12/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.010.10.003.000.149 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №15
2005 წლის 25 იანვარი
ქ. თბილისი
,,კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 აპრილის №19 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ,,კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 აპრილის №19 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. აპარატის რიცხოვნობა განისაზღვროს 12 ერთეულით.”
2. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად აპარატის სტრუქტურაში შემავალი თანამდებობებია:
ა) სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, აპარატის უფროსი;
ბ) განყოფილების უფროსი;
გ) სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე;
დ) კანცელარიის უფროსი;
ე) სამდივნოს უფროსი;
ვ) ბუღალტერი;
ზ) მთავარი სპეციალისტი.”.
3. დადგენილების მე-6 მუხლიდან ამოღებულ იქნეს ,,აპარატის შემადგენლობა” თანამდებობათა ჩამონათვალთან ერთად.
4. თანდართული საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
| № | თანამდებობის დასახელება | საშტატო ერთეულის რაოდენობა |
| 1 | სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, აპარატის უფროსი | 1 |
| 2 | სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე (მთავარი სპეციალისტი) | 2 |
| 3 | ბუღალტერი (უფროსი სპეციალისტი) | 1 |
| 4 | კანცელარიის უფროსი (უფროსი სპეციალისტი) | 1 |
| 5 | სამდივნოს უფროსი (უფროსი სპეციალისტი | 1 |
| 6 | საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი | 1 |
| 7 | მთავარი სპეციალისტი | 2 |
| 8 | შიდა პოლიტიკის განყოფილების უფროსი | 1 |
| 9 | მთავარი სპეციალისტი | 2 |
|
| სულ | 12 |
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები