"დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №26 დადგენილებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
"დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №26 დადგენილებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/11/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 60, 07/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 30/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016024
  • Word
53
30/11/2010
სსმ, 60, 07/12/2010
010250020.35.169.016024
"დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №26 დადგენილებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №53

2010 წლის 30 ნოემბერი

. დედოფლისწყარო

 „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №26 დადგენილებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №26 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დადგენილების შესავალი ნაწილი (პრეამბულა) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“.

 ბ) დებულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1

1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას, უფლებამოსილებას მუნიციპალიტეტის ორგანოებთან, გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ პირებთან, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან და აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნებთან.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. დადგენილების გასაჩივრება შეიძლება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ. დედოფლისწყარო, კიკვიძის ქ.№2) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                              . ბაღაშვილი