დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 60, 07/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.169.016022 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №51
2010 წლის 30 ნოემბერი
ქ. დედოფლისწყარო
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №24 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დადგენილების შესავალი ნაწილი (პრეამბულა) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“;
ბ) დებულების მე-10 მუხლი „მუხლი 10. გამგეობის ტერიტორიული ორგანოები“ დაინომროს მუხლი 101 და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 101 გამგეობის ტერიტორიული ორგანოები
1. გამგეობის ტერიტორიული ორგანოები იქმნება საკრებულოს დადგენილებით, მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.
2. გამგეობის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.“;
გ) დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი დაინომროს პუნქტი 3-ით და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გამგებლის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, ან თანამდებობიდან მისი გადადგომის ან გათავისუფლების შემთხვევაში გამგებლის მოვალეობას, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით, ასრულებს გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. დადგენილების გასაჩივრება შეიძლება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ. დედოფლისწყარო, კიკვიძის ქ.№2) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე ლ. ბაღაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები